ვისი დახმარებით შექმნა საქართველომ უპილოტო თვითმფრინავი?

ქართული წარმოების უპილოტო საფრენი თვითმფრინავის შესახებ, ჯერჯერობით, თითქმის არაფერია ცნობილი. არც სახელი, არც კლასიფიკაცია და არც კონსტრუქცია. უცნობია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონსტრუქტორებმა, ასეთი ტიპის თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობა როდის დაიწყეს. ამ საიდუმლო პროექტისთვის ბიუჯეტიდან რა ოდენობის თანხები გამოიყო.
რამდენად წარმატებულია ეს პროექტი და რამდენი საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატია დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განკარგულებაში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველომ ნამდვილად დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება.
ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ მოულოდნელად საჯაროდ განაცხადა, როცა ს კომპანია „ელბიტ სისტემსთან“ დარღვეულ კონტრაქტზე საუბრობდა.
ქართულმა მხარემ თავად დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების წარმოება. აქედან გამომდინარე, ისრაელის წარმოების უპილოტოების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს და ჩვენ მშვიდად შეგვიძლია, ეს ტექნიკა უკან დავაბრუნოთ და ჩავაქროთ ეს კონფლიქტი.“ გივი თარგამაძე, ისრაელის კომპანია “ელბიტისთვის” უპილოტოების უკან დაბრუნების თაობაზე
საქართველოს „ჰერმესისა“ (Elbit Hermes 450) და „სქაილარკის“ (Elbit Skylark) ტიპის უპილოტო აპარატებს 2007 წლიდან სწორედ „ელბიტი“ აწვდიდა და ეს კონტრაქტი აგვისტო ომის შემდეგ, ს ზეწოლით დაირღვა.
გივი თარგამაძემ თქვა, რომ „ელბიტს“ 35 მილიონი დოლარის ღირებულების უპილოტო თვითმფრინავებს უკან ვუბრუნებთ იმ მიზეზით, რომ საკუთარის წარმოება დავიწყეთ. თარგამაძე პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლი ევალება.
„აქ 35 მილიონი დოლარის მოწოდებული პროდუქციის უკან დაბრუნებაზეა საუბარი და ეს არის უპილოტი თვითმფრინავები. საქმე აქ, არა თუ ტრაგიკულად, არამედ სასიხარულოდაც არის.
ქართულმა მხარემ თავად დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების წარმოება. აქედან გამომდინარე, ისრაელის წარმოების უპილოტოების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს და ჩვენ მშვიდად შეგვიძლია ეს ტექნიკა უკან დავაბრუნოთ და ჩავაქროთ ეს კონფლიქტი.“
სამხედრო ექსპერტთა დიდი ნაწილი მოელის, რომ ქართული წარმოების ახალი უპილოტო საფრენი თვითმფრივანის პირველი პრეზენტაცია 26 მაისს, სამხედრო აღლუმზე მოხდება.
2011 წელს თავდაცვის სამინისტრომ ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „დიდგორი“ პირველად სწორედ აღლუმზე გამოიყვანა.
ახალი სადაზვერვო-სატრანსპორტო ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი“ თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა „დელტამ“ დააპროექტა და თბილისის საავიაციო ქარხანაში აიწყო. სავარაუდოდ, სწორედ აქ შეიქმნა პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატიც.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქართული მხარეს უპილოტო საფრენ აპარატებზე მუშაობა უკვე დასრულებული აქვს, არსებობს ამ აპარატების მუშა პროტოტიპები, თან საუბარია არა მხოლოდ ერთი ტიპის, არამედ რამდენიმე სხვადასხვა სახეობის უპილოტო საფრენ აპარატზე. გიორგი ანთაძე, ექსპერტი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევრო კავკასიური უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ანთაძე ამბობს:
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქართული მხარეს უპილოტო საფრენ აპარატებზე მუშაობა უკვე დასრულებული აქვს, არსებობს ამ აპარატების მუშა პროტოტიპები, თან საუბარია არა მხოლოდ ერთი ტიპის, არამედ რამდენიმე სხვადასხვა სახეობის უპილოტო საფრენ აპარატზე.
რახან ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რომ განეცხადებინათ, წესით და რიგით უნდა ველოდეთ, რომ ახლო მომავალში ან პრეზენტაციის ან რაიმე სხვა ფორმით მოხდება ამ აპარატების დემონსტრირება ფართო საზოგადოებისთვის. მაქსიმუმ, მე მგონია, რომ ეს შეიძლება იყოს 26 მაისის აღლუმზე რაიმე ფორმით წარმოდგენილი.“
ჯერჯერობით უცნობია, პირველი ქართული უპილოტო თვითმფრინავი, რომელიმე ქვეყანასთან თანამშრომლობით შეიქმნა, თუ, ის მხოლოდ ადგილობრივი წარმოებისაა.
საქართველოს მეზობლებიდან, აზერბაიჯანმა საკუთარი უპილოტოების „ორბიტელისა“ და „აეროსტარის“ წარმოება ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო. იგივე გააკეთა რუსეთმაც.
2007-2008 წლებში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და ავიაციამ რამდენიმე “ჰერმესს 450” და “სქაილარკი” ჩამოგვიგო, თუმცა, უმრავლესობა, ტექნიკური გაუმართაობის გამო დავკარგეთ. პარალელურად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმაც ჩამოაგდო, რამდენიმე ცალი რუსული წარმოების უპილოტოები “ორლანი“ და „დოზორი“. სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლმა უპილოტოების მოწლოდებაზე, ისრაელთან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა.
პალესტინის გამო, ანკარასა და თელ ავივს შორის ურთიერთობის გაფუჭებამდე, ამ სფეროში თურქეთის მთავარი პარტნიორიც ისრაელი იყო იყო, თუმცა შარშან, ანკარამ საკუთარი ძალებით სცადა უპილოტო საფრენი აპარატის „ანკას“ შექმნა.
გასულ წელს, ერევანში, სამხედრო აღლუმზე ასევე პირველად გამოჩნდა სომხური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი „კრუნკი“. რეგიონში უპილოტოების წარმოების გამოცდილება ასევე აქვთ ირანს, ს, ბელარუსსა და ბულგარეთს.