„ალტ-ინფოს“ ორგანიზებულ აქციაზე „ხატის შეურაცხყოფაში“ დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს

პრორუსული, ანტილიბერალური და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი პარტია „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მისი ტელევიზია „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, 13 იანვარს, თბილისში, პარლამენტის წინ, გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მატრონა მოსკოველის „ხატის შეურაცხყოფას არავის აპატიებენ“ და დამნაშავეთა სათანადო მუხლით დასჯას მოითხოვდნენ.
„ჩვენი სიწმინდე წაბილწეს“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები და გულისხმობდნენ სამების საკათედრო ტაძარში დაკიდებული მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის ფაქტს, იმ მიზეზით, რომ ამავე ხატზე საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინია გამოსახული.
აქციაზე შეკრებილებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – როგორც „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, ისინი ხელისუფლებას სთხოვენ სასწრაფოდ მიიღოს კანონი, რომლის საფუძველზეც მსგავსი ფაქტები დაისჯება არა ჯარიმით, არამედ პატიმრობით და მეორე: ასევე მოითხოვდნენ აქტივისტ ნატა ფერაძის გასამართლებას არა 166-ე, არამედ, კანონის სხვა მუხლით, რაც მისი პატიმრობით დასრულდება.
„თუ ჩვენ ამას გავატარებთ და არ გვექნება ჯანსაღი პროტესტი, ეს იქნება ბიძგი იმის მოხდენის, რაც მოხდა ში“, – განაცხადა მორგოშიამ.
ნატა ფერაძის საწინააღმდეგო ერთი აქცია ამავე ჯგუფმა და მისმა მომხრეებმა რამდენიმე დღის წინაც გამართეს, როდესაც „სტალინის ხატად“ წოდებულ მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი შეასხეს. მაშინ ისინი ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ.
შობის დღესასწაულზე, 7 იანვარს გახმაურდა ამბავი, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოღა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა.
-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქართველოს საპატრიარქომ მოგვიანებით მიმართა მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს და მოუწოდა მათ, შეცვალონ სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლის ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს.
აქციის დასრულების შემდეგ მისი მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში წავიდნენ მატრონა მოსკოველის ხატისთვის პატივის მისაგებად.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!