Reuters – იტალიაში პოლიციის რეიდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი კარაბინიერი დაიღუპა

იტალიაში პოლიციის რეიდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი კარაბინიერი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქება ქალაქ ვერონასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, რის შედეგადაც სამი კარაბინიერი დაიღუპა და 12 დაშავდა.
მეხანძრეების განცხადებით, სახლი გაზის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების შემდეგ ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად ადგილზე მცხოვრები ერთი ქალი დაშავდა, ხოლო 7 მეხანძრე საავადმყოფოში შემოწმებებისთვის გადაიყვანეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიცია სახლში მცხოვრები სამი და-ძმის გამოსახლების ბრძანების შესრულებას ცდილობდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პოლიციელების დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…