ირაკლი კობახიძე – ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ხვალ შედგება – გავაჟღერებთ გზავნილს ეუთოსთან თანამშრომლობაზე, ჩვენი მიზანია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავააქტიუროთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ხვალ შედგება, სადაც მოხდება საქართველოსთვის ეუთოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
მ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ეუთოს ის დასკვნა საპარლამენტო ს დადებითად შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც „მას ქართველი ოპოზიციონერები დაესხნენ“.
„შეხვედრა არის ხვალისთვის დაგეგმილი, ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი. საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის ამ შემთხვევაში ეუთოს ეგიდით და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ შარშან ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ამის გამო ეუთოს თავს დაესხა არა მარტო შიდა რადიკალური ოპოზიცია, არამედ თავს დაესხნენ მათი უცხოელი მფარველები. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ გზავნილს ეუთოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეს თანამშრომლობა, ამ კუთხით იქნება სრული ღიაობა ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.