ირაკლი კობახიძე – დამხობის მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ეს მცდელობა ჩავარდა

დამხობის მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ეს მცდელობა ჩავარდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დამწუხრებულია და ახლა ცდილობს, „რაღაცნაირად თავი გაიმართლოს“.
„ახლა ცდილობენ რაღაცნაირად თავი გაიმართლონ, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ ილაპარაკონ რამდენიც სურთ. მთავარია, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა. გასული 4 წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 5 მცდელობა და ხუთივე ჩავარდა. რა თქმა უნდა, დამწუხრებულია სალომე ზურაბიშვილი და ახლა ცდილობს, რაღაცნაირად თავი გაიმართლოს“, – განაცხადა მ.
მისი შეფასებით, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე ადამიანებს არც ციხეში უნდათ წასვლა და „არც ღირსება აქვთ, რომ საკუთარ თანამებრძოლებს ბოლომდე გვერდში დაუდგნენ“.
„არავის უნდა ციხეში მოხვდეს. შესაბამისად, ისინი საკუთარ თანამებრძოლებს ემიჯნებიან. სინამდვილეში, ისინი თანამებრძოლები იყვნენ. ერთად გეგმავდნენ ხელისუფლების დამხობას, ერთად გამოდიოდნენ შესაბამისი მოწოდებით. ახლა, როდესაც ეს მცდელობა ჩავარდა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა. არც ღირსება აქვთ, რომ საკუთარ თანამებრძოლებს ბოლომდე გვერდში დაუდგნენ. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ემიჯნებიან იმ ამბოხების მცდელობას, რომელიც მათ მიერ იყო დაანონსებული“, – განაცხადა კობახიძემ.