კაია კალასი – უკრაინის სამსახურებს 6.5 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა გადავეცი

უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და გრძელდება მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერაც, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი თქმით, კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის სამსახურებს 6.5 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა გადასცა.
„სიხარულით გადავეცი უკრაინის სამსახურებს 6.5 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა. ეს მოიცავს დრონების ჩამკეტ სისტემებს, მიკროავტობუსებს და 4WD ავტომობილებს შორეულ და მიუწვდომელ ადგილებში მისასვლელად“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, კაია კალასი გუშინ კიევში უკრაინის პრეზიდენტს ს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან „მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილა, მათ შორის, ენერგეტიკის სფერო, რუსეთზე ზეწოლა, სანქციების მე-19 პაკეტი, გაყინული რუსული აქტივები, ევროკავშირისკენ უკრაინის გზა და თავდაცვის მხარდაჭერა“.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია