საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. თურქეთთან სტუმრად დაპირისპირება არა მხოლოდ იმას გასცემს პასუხს, რამდენად მზად ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, არამედ ევროპირველობის შემდეგ ჩვენ დონესაც შეაფასებს, გავიზარდეთ სათამაშო კომპონენტებში თუ წარმატება უფრო ინდივიდუალიზმს ეფუძნება. თურქეთი – საქართველო იზმითში დღეს, 22:45 საათზეა.
ვილი სანიოლის საქმიანობის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, მუნდიალზე მოხვედრის მეორე შანსი (ერთა ლიგის შემდეგ საკვალიფიკაციოც) არ ჩააგდოს. მიღწეულის შემდეგ, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა უფრო დიდი მიზნები დაისახა და ამას სამწვრთნელო შტაბიც შესაბამისად უნდა მიჰყვეს. ჯერჯერობით რაც ჩანს, იდეალური ტაქტიკის მორგება და შემდეგ პროცესში მისი ცვლილება აშკარად ჭირს.
თურქეთის ნაკრებს, წინა წლებში არასტაბილურობა რომ დასჩემდა, 2002 წლის გზაზე დადგომა (მაშინ მესამეზე გავიდნენ) და მუნდიალზე თამაში სურს.
პირველ ტურში თბილისში გამარჯვების შემდეგ ვინჩენცო მონტელას გუნდმა უპირატესობა მიიღო, რისი გაბათილებაც ქართველ ფეხბურთელებს ახლა შეუძლიათ.
თურქეთის ნაკრებმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზეც მოუგო, ამ გუნდებს შორის კი ის სხვაობა ნამდვილად არაა, ერთი მეორეს მუდმივად ამარცხებდეს, პასუხის გაცემის დრო კი იქნებ ახლა იყოს.
როცა სანიოლის გუნდი კონტრშეტევებზე წარმატებით თამაშობდა, ზოგჯერ გასვლითი დაპირისპირებები უკეთ გამოსვლია. ახლა გუნდი სხვა სტილს ცდილობს, უფრო მის გზაზეა, დომინანტობა და ბურთის კონტროლი კი ჯერ კიდევ უჭირს. ევრო 2024-ზე ფრანგი მწვრთნელის ბიჭებმა თურქებს მართლაც ხარისხიანად შეუტიეს.
ფრე ის მინიმალური შედეგია, რაც საქართველოს ნაკრებს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე აძლევს ხელს. წაგებით, ფაქტობრივად, ყველაფერი სრულდება. ესპანეთთან ვერგამოსული შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და სხვები კიდევ უფრო მეტად მოინდომებენ, გვჯერა.
მადრიდის “რეალის” ნახერმცველი არდა გიულერი შესანიშნავ ფორმაშია. მას არც “იუვენტუსელი” კენან ილდიზი ჩამორჩება. თბილისში გაძევების შემდეგ გუნდს ილმაზი უბრუნდება, ვისაც დამატებითი მოტივაცია ექნება.
სანიოლი ისევ ოთხმცველიან განლაგებას უნდა დაუბრუნდეს. ლუკა ლოჩოშვილი იქნება და ის აუცილებლად სასტარტოში ითამაშებს. სასწორზე ბევრი რამ დევს, მაგრამ ერთი თვის წინანდელი მატჩის გათვალისწინებით, “ჯვაროსნების” თავკაცი გარკვეულ რისკზე მაინც წავა და ირაკლი აზაროვის, როგორც მარცხენა მცველის, შეტევით უნარებს გამოიყენებს, ამიტომ “ლოჩოს” ცენტრში ვნახავთ. ნახევარდაცვაში ნიკა გაგნიძეს თავიდანვე ველოდით და ეს უკვე ის შემადგენლობა და მოცემულობა იქნებოდა, სექტემბერში შეცვლების შემდეგ უკეთესად რომ ათამაშდა. პრესკონფერენციაზე მექვაბიშვილის გამოჩენა იმას უნდა ნიშნავდეს, ის დაიწყებს. რაც შეეხებათ თურქებს, თბილისისგან განსხვავებით, სასტარტოში მულდურს (უკვე ორი გოლი გაგვიტანა), ელმალს, იუქსექსსა და აკგუნს არ ელიან.
მსაჯი: პეტრესკუ (რუმინეთი).
· უფროსი დავითაშვილი და აზაროვი არ იქნებიან სასტარტოში.
· Martali Dacvas mixede dacvas
· Bs არა მგონია დვალიშვილის გადასაწყვეტი იყოს რამე ნაკრებში, ღმერთმა დაგვიფაროს, დაღუპულა გუნდი ეგ თუ ერთი პროცენტით მაინც ერევა რამეში. მაინც არა მგონია,
· დავით 67 ისევ დაიწყო კამათი ეს არ ვარგა ის სჯობია. რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ 3 ფეხბურთელის ( მეკარის ჩათვლით)გარდა თითქმის ყველა ერთნაირია. აი მაგალითად მარიო ზაგალო ( ორჯერ მსოფლიო ჩემპიონი, როგორც ფეხბურთელის რანგში, ასევე მწვრთნელის) მიმართავდა ასეთ ხერხს. ასტროლიგიურად ვისაც კარგი დღე აქვს თამაშის დღეს იმას აყენებს შემადგენლობაში. როგრც შედეგმა აჩვენა ამართლებდა მისი პრაქტიკა. მას წიგნიც აქვს გამოცემული ასტროლიგიაზე.ასე რომ ლომინაძე ითამაშებს თუ აზაროვი საერთო ჯამში დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ვინც გვყავს ესაა. არავინაა დაჩაგრული უსამართლოდ.
· ლელოს მხოლოდ ბოლოში კითხულობთ? მანამდე წერია, მექვაბიშვილი პრესკოზე იყო და ეგ იქნებაო
· გეო ფეხბურთი ითამაშონ როგორც იციან, და არა ის მარაზმი რაც ესპანელებთან იყო, მაშინ შეიძლება წაგებაც კი ვაპატიოთ
· Lelo Დილით გაგნიძე ეწერა მექვაბიშვილის მაგივრად. Და საერთოდ მექვაბიშვილის არ არის ნაკრების დონე გაგნიძე ბევრად ჯობს.
· zura222 არავითარი კაშიაა ! ვეღარ ქაჩავს ვერ ხედააავთ ?@@ თუ ასეთი შეუცვლელია მაშინ მესამე საყრდენად დააყენოს @ კაკაბაძეც არ მომწონს ბოლო დროს დაცვაში ბევრ შეცდომებს უშვებს გოჩოლეიშვილი აუცილებლად ძირითადში !
· zura222 არ წავაგებთ უსახელო ნაც ვირთხავ
· დავით67 -ს დათუჩა დრუნჩა, წადი ბიძიკო გადაბრუნდი ტახტზე და აღტკინებული ემოციებით უყურე ხვალინდელ თამაშს. ჩვენ კი “წარუმატებლები” შენნაირ გოიმბაშებზე კიდე ბევრ ფულს გავაკეთებთ და მერე ერთ- ორ კაპიკს გადმოგიგდებთ სული რო არ გაგძვრეს:)
· კაშიას კისერზეა 3 გოლი თურქებთან. დვალიშვილი სანამ არის ნაკრებში მანამ ბალასტები იქნებიან ნაკრებში. გახსოვთ ეგ რომ ნაკრებში “თავდამსხმელი” იყო ძლივს მოვიშორეთ. ახლა თვითონ აგრძელებს ბალატების იმპორტს ნაკრებში. მექვაბიშვილს, მამუჩიშვილს და კაშიას რა უნდათ საერთოდ ნაკრებში?
· KOBIASVILS AMOWURA SANIOLMA TAVYSI TAVI DA IQNEB DAIWKOT UFRO DZLIERI MWVRTNELIS DZEBNA. MADLOBA VILIS RA SIXARULIC MOVCA, MARA DROA AM NICIER TAOBAS UFRO SXVA STILIS SPECIALISTMA UFRO METAD AATAMASOS.
· კახი რა ნიკა გაგნიძე მას ნოდარ ლომინაძე სჯობსს ათამაშოს. ასევე არარეალურია კაშია ამოაგდოს ძირითადიდან.
· ტორო რის ხარჯზე უნდა მოვუგოთ თურქეთს თურქეთში? მე პირადად არ ვიცი. ერთი ის ვიცი რომ საგოლე მომენტი რაც გვექნება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და გოლად ვაქციოთ
· . არ გაგეცინოთ ნამდვილ მიზეზს გეტყვით. ხვალ წავაგებთ იმიტომ რომ ნაკრების წევრთა უმრავლესობა ანდა ყველა ნაციონალია.
· ბორია წიფურია მექვაბიშვილს და მამუჩაშვილს ნაკრებში რა უნდათ? ვისი ბლატებით არინ შერჩეული? არც ერთს სისწრაფე არ აქვს და არც ჯანი და არც სასწაული ტექნიკით გამოირჩევიან.უკნიდან ეპოტინებიან გაქცეულს. ათამაშოს ლომინაძე და გაგნიძე თავიდანვე და ნახონ როგორ შეიცვლება შუა ხაზი და პასის კულტურაც. ძურიკოც თავიდანვე უნდა დააყენონ. და თუ ხვიჩა ვერ არის ფორმაში რაც აშკარედ ეტყობოდა ესპანეთთან კვერნაძე დააყენონ მის მაგივრად. ამის გარეშე თამაშს ისევ წააგებენ და სანიოლსაც Au revoir mon ami … მერე რა მოხდება და ვის ამოქექავენ ღმერთმა უწყის ანუ ბიძინეიმ და კალაძემ… წავალ გავაგორებ კამათელს მაგის მოლოდინში, ხოხ… რომ მორჩება თამაში თუ არ ვარ სწორი მერე მაგინეთ სქანი გოლუვაფირო
· ალეკო 3-0მოგვიგებს თურქეთი რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ისე თუ ვითამაშედ როგორც ესპანეთთან, სადაც ერთი კუთხური ვერ ჩავაწოდეთ რა თქმა უნდა შანსი არ გვექნება. ღმერთმა ხელი მოუმართოთ ჩვენს ბიჭებს, ღმერთმა ქნას ვცდებოდე ჩემს ვარაუდში
· ამატაკი ესპანეთთან მატჩი არ შეიძლება იყოს კრიტიკის საფუძველი, ვინაიდან ჩვენ ფეხბურთი არ გვითამაშია. ამას მიეცა ახსნა, რაც არაა მთლად საფუძველს მოკლებული. ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ, ვთქვათ და ყველაფერი სწორად გაგვეკეთებინა: როგორც მინიმუმ მთელი ძალით(რასაც ეს გულისხმობს) უნდა გვეთამაშა, თავისი ყვითლებით რაც ასეთ დროს ბუნებრივად იქნებოდა.ასეთ შემთხვევაშიც კი, სათუო იქნებოდა ესპანეთთან დადებითი შედეგი, ხოლო გარანტირებულად დასრულდებოდა თურქეთთან ქულაც. ვინც რაც არ უნდა თქვას, ამაში არის ლოგიკა. არ ვართ ჯერ გრანდი, რომ 4 დღეში პირველი ეშელონის გუნდებს მიყოლებით ვეომოთ. სხვა საქმეა რამდენად გეგმაზომიერად წარიმართება ეს ოქტომბრის სანაკრებო პაუზა, ამას სულ მალე ვნახავთ. ასე რომ წინასწარ რაიმე საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია, მითუმეტეს თუ პრესას ფეხბურთელებიც ეცნობიან და ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ყველასათვის მისაღები მიზნის მიღწევისათვის მათი წინასამატჩო განწყობა ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორია.მე არ მივეკუთვნები სანიოლის თაყვანისმცემელს, მაგრამ ეხლაც მიმაჩნია მის მთვარ მიღწევად ნაკრებში სამი ცენტ. მცველით სქემის დროულად დამკვიდრება, რასაც წინამორბედები არ ან ვერ ხედავდნენ. სწორედ ამ სქემით ითამაშა სანიოლმა ყველა წარმატებული მატჩი, ხოლო 4 მცველიანი წარმატებული მატჩი ძნელი გასახსენებელია. ეხალც მგონია, რომ რაც უკეთესად გამოსდის იმ სქემით უნდა დააყენოს ნაკრები. ამ მომენტისათვის უძლიერესი შემადგენლობა მე ასე წარმომიდგენია: მეკარე-მამარდაშვილი, მცველები- კაკაბაძე-გოგლიჩიძე-ლოჩოშვილი, ფლანგებზე აზაროვო-გოჩოლეიშვილი, ცენტრში- ქოჩორაშვილი-კიტეიშვილი-წიტაიშვილი, თავდასხმა – კვარაცხელი-მიქაუტაძე. რა თქმა უნდა ვილის უკვე ექნება თავისი ჩანაფიქრი ამ მატჩისათვის და წარმატება მინდა ვუსურვო მასაც და მთელ ნაკრებს, წარმატება ლომებო!
· გელა ძალიან რთული მდგარეობაა თურქებს ფრეეც აწყობთ და ჩვენ აუცილებლად მოგება გვჭირდება ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს თურქებს ორი თამაში მოიგეს გასვლაზე ჩვენთან და ბულგარრთან აქვთ სახლის თამაში იდეალურად არის მათვის ყველაფერი ერთადერთი რაშიც შეეცდნენ თურქები ის იყო რომ სახლში ესპანეთან მოგებაზე ითამაშეს რის გოც დაისაჯნენ თორემ სხვა მხრივ იდეალური მდგომარეობა აქვთ ამ ეტაპზე ჩვენთამ მოგება უნაღდებთ მეორე ადგილს წარმოდგენაც არ მინდა როგორ მოტივირებულები იქნებიან მატჩში და თურქი გულშემატკივარი დაანგრევს ტრიბუნებს იდეთი ქომაგობა იქნება ურთულესი გასვლა ელის ჩვენს ნაკრებს და წინა თამაში ისეთი უაზრო გოლები გავუშვით თურქებთან და ესპანეთან ისე უსუსურად ვითამაშეთ (ეგ არ იყო ფეხბურთი) მე პირადად დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი წარმატებები ნაკრებს მაგრამ ურთულესი იქნება იქ თამაში მითუმეტეს რომ მხოლოდ მოგება გვჭირდება ფრეე არ გვაწყობს ისევ თურქებს აწყობთ მოგებაც და ფრეც.
· მერაბი 1961 აბა მეგობრებო ყველას მოვუწოდოთ , ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს გამარჯვება, რაც შეეხება ვილის,ამ კარგმა ადამიანმა პირველად ისტორიაში გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე,გვასახელა იქ, ჩვენ ქართველი ხალხი ვართ და გვახსოვს ცუდიც და კარგიც, ახლა რაც შეეხება ხვალ თამაშს, ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს გამარჯვება, ვუქომაგოთ, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
· გიო საქმე არის ძალიან მარტივად მოგვიგებს თურქეთი და გაინაღდებს მეორე ადგილს ჯგუფში დაგროვებე 9 ქულას ,ხოლო ჩვენ თუ მოვიგებთ დავრჩებით ბრძოლაში არაფერი იქნებ ამ შეთხვევაში ჩვენთვის გარანტირებული მაგრამ ბრძოლაში დავრჩებით ფრეე არ გვაწყობს რადგან ფრის შთხვევაში ესპანეთან მოგენა დაგვჭორდება ხოლო თურქეთმა ორივე თამაში უნდა წააგოს რომ ჩვენ გავიდეთ რაც წარმოუდგენელია მიზერულია ამის შანსი ასე რომ მხოლოდ მოგება გვჭირდება.
· Bruce Lee ფრეს თუ მიაღწიეს თურქებთან, უკვე ეგეც გამიკვირდება! თბილისში მოსაგები იყო ის თამაში, ეხლა უკვე წავიდა მატარებელი. ესპანეთთან წაგება ერთია, მაგრამ გააჩნია როგორ. რასაც ვუყურეთ, ეს იყო უსუსურობა და ლაჩრობა, წაგებული მენტალობა! გაგვიმართლა რომ 5-0 არ დამთავრდა. ამ კაშიათი კიდევ რა ტვინი წაიღო სანიოლმა, წასვლის დროა, წასვლის! ეტყობა თვითონაც უთავმოყვარეო ტიპია. როგორც ვატყობ, ისევ ის ბოსკამპის სიტყვები უნდა გავიხსენოთ: მენტალიტეტ დებილ! ცოტა ფულს იშოვიან და აღარ ვითარდებიან (გამონაკლისების გარდა) თანამედროვე ფეხბურტელი რომ პრესინგს ვერ ითამაშებ (ვინც არ უდნა იყოს ნაკრების მწვრთნელი) მაგაზე რა უნდა ითქვას?! არ ვითარდება ქართული ფეხბურთი, არც ქოცური ფედერაცია და არც ზოგადად ქართველი ფეხბურთელი.(გამონაკლისების გარდა) სანამ ეს არ შეიცვლება, ვიქნებით ერთა ლიგის იმედზე, რომ სადმე გავძვრეთ.
· სხვა სიმართლე უნდა ითქვას 30% ან გვაქვს შანსი ან არა, თურქეთი გბჯობია და თან სახლში თამაშობს, ურთულესი იქნება მაგრამ შანსი იქნება და უნდა გამოიყენონ, ამ ეტაპზე 10 და 7-ს თურქეთი მოიგებს და უნდა მოხდეს ისე რომ ეს 3 ხვალ იყოს, წარმატებები ჩვენებს, ოდესმე სწრაფი და ხარისხიანი მცველებიც გვეღირსება იმედია
· ჭკუა სად გაქვთ??? მე მირჩევნია ფეხბურთს თვალი ადევნონ,ბურთების სხვაობას და მუნდიალზე გასვლას. სუპ არ მადარდებს მათი კარგი თამაში და ნულოვანი შედეგი
· ბესო სპალეტი ავისუფალია !
· SOS!!! ესპანეთის ნაკრებმა თავისი კლასი აჩვენა, როგორი სწრაფი და ტექნიკური გუნდია. ჩვენები? ჩადგნენ დაცვაში. დამრჩა შთაბეჭდილება,რომ წაგებას ელოდნენ და ამოცანა იყო, რომ ბევრი გოლი არ მიეღოთ საკუთარ კარში. ასეთი სცენარით თუ თურქეთშიც ითამაშეს, მაშინ გამარჯვებაზე არც იოცნებონ! ჩვენს ფეხბურთელებს გავახსენებდი, რომ 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობაა. შეეწიოს მისი მადლი სრულიად საქართველოს!
· zura222 არ გინდად ეხლა ბევრი ლაილაი. ხვალ წავაგეფთ. მთავარია რო დიდი ანგარიშით არა
· sdfs sdf
· მეტი წნევა ტვინისკენ, ამხანაგებო რას ბოდიალობ, ჭკვიანური სახით, მოგცლია ერთი! ყველა ასპექტში წინ არცერთი გუნდი არაა, არავისთან შედარებით! და თუ ვინმე მართლა ასეთ მდგომარეობაშია, იმან მართლა უნდა დაანებოს ფეხბურთის თამაშსაც, ყურებასაც და ხსენებასაც საერთოდ თავი!
· მწარე არ მინდა მწარე სიტყვა ვთქვა თამაშის წინ. მუხრან მაჭავარიანს დავესესხები, რა დროს ტრაბახიაო, მოუკვდა პატრონი …
· დავით 67 ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარის დამდები და მოპასუხეც ბოღმაში ჩამრჩხვალი არაწარმატებული ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს ვინ უფრო ცუდს დაწერს ჩვენს ფეხბურთელებზე
· FaBro სტატიის თავშივე რიტორიკული კითხვაა – “გავიზარდეთ სათამაშო კომპონენტებში თუ წარმატება უფრო ინდივიდუალიზმს ეფუძნება”. რასაც აქამდე ნაკრებმა მიაღწია ცალსახად ინდივიდუალიხმს უფრო ეფუძნება, გუნდურობა სამწუხაროდ არცერთ ასპექტში არ ჩანს. სანიოლი დინოზავრის ეპოქაშია ჩარჩენილი და ამ თაობასაც იქ მიექაჩება. თანამედროვე ფეხბურთში, როგორიც არ უნდა იყოს ძალთა თანაფარდობა, თუ მაღალ პრესინგს არ თამაშობ,ან არ ცდილობ მაინც რომ ითამაშო, თუ შეტევისას დაცვის ხაზი ცენტრამდე არ ადის,ან არ ცდილობს მაინც, თუ ზონებს შორის მანძილი 40 მეტრია და ხანაც მეტი – ფეხბურთს აღარ თამაშობ, ხარ მაყურებელი და მაყურებლები თამაშს ვერ ვიგებთ, დიდი დიდი ვუგულშემატკივროთ მათ, ვინც თამაშობს. ვერ ვიტყვი ნამდვილად იმას, რომ გოჩოლეიშვილს, კაკაბაძეს, გოგლიჩიძეს, ქოჩორაშვილს, ხვიჩას, ჟორჟს ან რომელიმე სხვას ფიზიკური მომზადება აკლიათ, რადგან საკუთარ კლუბებში ამ კომპონენტში უნაკლოდ გამოიყურებიან, შესაბამისად პრობლემა მწვრთნელსა და მის სათამაშო სქემაში უნდა იყოს, რომელიც ვერ ახერხებს ფეხბურთელების ინდივიდუალური უნარების გამოყენებას და მათი წყალობით ერთი, გამართული და ბრძოლისუნარიანი ორგანიზმის ჩამოყალიბებას. როდესაც 10 კაცი საკუთარ საჯარიმოსაა მიჯაჭვული, ბურთს ამოიტანენ და წინ ერთმა კაცმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ჯერ პოზიცია შეარჩიოს, შემდეგ ბურთი რამოდენიმე მცველთან ბრძოლაში მოიპოვოს, შეინარჩუნოს და დაელოდოს ნახევარდაცვის ხაზის ამოწევას, რომ ბურთი გაანაწილოს, ეს ხომ საწყისშივე განწირული საქმეა? უბურთოდ მოძრაობა რომ უფრო მეტად გღლის ვიდრე ბურთით, ამაში ყველა დამეთანხმება ვისაც ფეხბურთი უთამაშია, შესაბამისად აქცენტი უნდა გაკეთდეს ბურთის ფლობაზე და არა მის დევნაზე, რასაც სანიოლის “ტაქტიკა” ვერ უზრუნველყოფს. ესპანეთთან თამაშისას ყველაზე მტკივნეული საყურებელი ის იყო, თუ რაოდენ მარტივად , ფაქტიურად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოდიოდნენ ჩვენს საჯარიმომდე ესპანელები. პედრის მოედნის ცენტრში რომ ბურთს აუღელვებლად მიიღებინებ, მოტრიალდება, აიხედავს, მოედანს დაასკანირებს და ყველა გახსნისლ პარტნიორს დაინახავს, შემდეგ მისი კალიბრის ფეხბურთელს ბუნებრივია აღარ გაუჭირდება გამჭოლი პასის გაკეთება, შესაბამისად ამის საშუალება უნდა შეზღუდვოდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მკაცრი პრესინგის ხარჯზე მიიღწევა და არა მოწინააღმდეგის გადაადგილებისთვის თვალყურის დევნებით. მაღალ პრესინგზე სანამ არ ავიწევთ და ზონებს სწორად არ შევავსებთ, მანამდე თუნდაც 15 კაცით დავდგეთ დაცვაში – ერთი ზუსტი პასი და დასწრებაზე ყველა ტოპ დონის ნაკრების ფორვარდს შეექმენება უამრავი მომენტი, რომელსაც არ გაპატიებს. ეგეც რომ არ იყოს, თუ მსგავსი ტაქტიკით თამაშობ, მინიმუმ იტალიის ეროვნული ნაკრების გასული საუკუნის მიწურულის დაცვის ხაზი უნდა გყავდეს. არ შეიძლება იმ ყაიდის ნაკრების მეორე ნომრად თამაში, რომელსაც წინ ჟორჟის, ხვიჩას და დავითაშვილის დონის შემტევები ყავს, მითუმეტეს მაშინ, როცა საკუთარ საჯარიმოსთან მიჯაჭვულები რბილად რომ ვთქვა ვერ ვბრწყინავთ და თავს ვერ ვიცავთ, ამით კი შეტევით პოტენციალსაც უქმად ვანიავებთ. ნაკრებიდან აუცილებლადაა დასათხოვი სანიოლი და მთელი მისი სამწვრთნელო შტაბი, შემდგომ კი ვეტერანები (კაშიას თაოსნობით), რომელთა საუკეთესო ფორმა შორეულ წარსულშია. რადიკალურად უნდა შეიცვალოს სათამაშო ფილოსოფია და დაცვითიდან შეტევითზე გადაეწყოს, ამას მოითხოვს ჩვენი მენტალიტეტი და ეთნოფსიქიკა. ჩვენ არ ვართ რომელიმე ცივსისხლიანი ჩრდილოელი ნაკრები, ამიტომ მოზაიკური, რობოტული და დაცვაზე აქცენტირებული, ჯარისკაცულ დისციპლინაზე დაფუძნებული ფეხბურთის თამაში არ გამოგვივა. სილაღეზე და თავისუფლების მინიჭებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და შესაბამისად უნდა მოიძებნოს იმ ყაიდის თავკაცი, რომელიც აღნიშნულს უზრუნველყოფს.
· fdgd dfg
· მარგალი ნორმალური მწვრთნელის ხელში ამ შემადგენლობით ესპანეთთან 33 პროცენტიანი ფლობა მიღწევადია! აბა ყვითლებს რა ვუყოთ? საერთოთ არ დაეყენებინა ყვითლებიანები,იქნებ არ “შერცხვენილიყავით”!
· ვილი სანიოლს კაშია დააყენე აუვცილებლად, ფორა მივცეთ თურქებს და მერე ვეჯაჯგუროთ. მექვაბიშვილი არ დაგავიწყდეს, მასეთი ტალანტი რუმინეთის სათადარიგოებში იშვიათია და ნაკრებშიც შეუცვლელია. მოკითხვა დვალიშვილს კარგად ალაგებს ნაკრების “სასტავს”
· ჰაჰა მთავრია ზედმეტად ნუღარ დავგრუზავთ ბიჭებს. ისედაც ხვდებიან რა შარში არიან. მოდი ეს ორი დღე ნურც მოგებას მოვთხოვთ და არც გინება არ გვინდა. ასე ვემზადებოდით 81-ში. ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე. ერთხელაც ვცადოთ.
· Კეკე Ეგ სხვაობა რომ აღიარო მერე კლავიატურის ლომებს საქმე გამოელევათ.ბაქი-ბუქი და თურქების გინება საქმეს რომ არ შველის ზოგიეთის შეგნებამდე ეგ ჯერ ვერ მივიდა. Დაიწყება ახლა ბიჭებო აბა თქვენ იცით, დიდგორი გაქვთ მოსაგები :დ :დ არა, რა ჩვენი საშველი არ არის.
· გოჩა ორივე ნაკრებმა ითამაშა ესპანეთთან.თურქებმა წააგეს0—6,ჩვენ წავაგეთ 0—2.განსხვავება ისაა ამ ორ თამაშს შორის,რომ 0—6 დამარცხებული გუნდი ფეხხბბურთს თამაშობდა,ხოლო 0—2 დამარცხებული გუნდი ფეხბურთს თვალყურს ადევნებდა.
· უტა მაპატიეთ, მაგრამ… მადლობა სანიოლ და დროა ამ თაობას, ამ ბიჭებს უფრო მაღალი რანგის მწვრთნელი ჰყავდეს. ეს ის მომენტია, როცა მასალა კარგია, მაგრამ ხელოსნის ცოდნას ამ მასალასის სრული გამოყენება არ ძალუძს და ძალიან არ მინდა, ეს ჩემი აზრი ხვალინდელმა მატჩმაც დამიდასტუროს!
· ეხლა ჩვენი დროა უნდა მოვუგოთ, სხვა გზა არა გვაქ.ბიჭებო გულიანათ და ჯიგრიანათ ითამაშეთ და მოვუგებთ უფლის წყალობით
· AL მეტი მაღალი დონის მოთამაშე სანამ არ გვეყოლება, მოლოდინები არ უნდა გვქონდეს მეტის.
· ვარლაააამ რომელი სპორტიდან ხართ? 4-3-3 და ფლანგზე ლოჩოშვილის ნაცვლად აზაროვია დაცვითი? ოკ, სანიოლი დააყენებს შემტევს
· მდაას უკაცრავად მაგრამ სხვაგან ხართ. ეს ავტორი ორი წელია ამტკიცებს, 4 მცველში კაშია არ უნდა იყოსო
· სიმართლე მექვაბიშვილი არ დაგავიწყდეს სანიოლ მექვაბიშვილი რუმინეთის ზამენის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში გარანტირებული ადგილი აქვს ვაი შენ თუ მწვრთნელი ხარ და მე მაშინ გვარდიოლა ვყოფილვარ და ვერ გამიგია!
· ზურა მიდით ბიჭებო,არ დაგავიწყდეთ ერთი ქართველი ათ თურქს სხეპავდა თავებს
· მდაა ვააა საღოლ ავტორ გამბედაობისთვის ..რომ ლეგენდა ფეხბურთელი კაპიტან-ბურჯი ამოაგდე სოსტავიდან …ნუ ბურჯი ( ანუ ბოძი სტოლბი) ეგ აქდის მეგონა რომ არის დასობილი ერთ ადგილას და ვერ ინძრევა თქო მაგრამ ჯარიმის დროს როგორ ოსტატურად აირიდა ბურთი თავში არ მომხვდეს და გაეხვა ბურთი ჩვენი კარების ცხრიანში …მივხვდი რომ მთლად ეგეთი ბოძიც არ ყოფილა თან ტრადიციას ხომ არ დაარღვევდა მერამდანე თამაშია რომ ფორას მინიმუმ ორ გოლს ჩუქნის მეტოქეს …. განა მსიამოვნებს რომ 40 წლის კაცზე ეგეთ კონტექტსში წერა მაგრამ არ გვეშვება ჯერ ერთი არც არასდროს ყოფილა არც კარგი მცველი და მითუმეტეს არც კარგი ფეხბურთელი ვიმეორებ არასდროოს და ვინმეზე რამის სწავლა და გამოცდილების გაზიარება შეუძლია ეგ მინდორს მიღმა აბა მინდორზე არც არასდროს ვარგოდა თორემ ვიტესზე უკეთეს კლუბში მოხვდებოდა მაინც თუ ვერ ითამაშებდა …უბრალოდ იმ დროს ჩვენს ნაკრებში უკეთესი გუნდებიდან არავინ აღარ იყო და იმათ ფონზე ვიტესის კაპიტანი შემოგვჩხირეს კაპიტნად მაგრამ მის შემდეგ გავიდა 10-15 წელი ყველაფერი იცვლება მის გარდა ამდენ ხანს საბამ ( კვერკვემ) ათრია და ახლა საბა აღარ არის და ეგ გვღუპავს ყველა თამაშში ყველა თამაშს 0:2 ით ვიწყებთ ჯაბამ ევროზე არ წავიდა სხვებს დაუთმო ეგ კი ევროს მერეც არ მიდის მას შემდეგ სულ მცირე 10-12 გოლი მის სინდისზეა მაგრამ მაინც არ მიდის ….მე არც არასდროს მევასებოდა მაგრამ ვატყობ ვისაც აფანატებდა მასზე იმათაც შეაძულა თავი და ხომ ნწვრთნელზე და მის არჩევნებზე რა უნდა ვთქვა როცა ეგეთი პიტალო მწვრთნელი გვყავს ევრომდის ეგრე იყო ევროს შემდეგ მითუმეტეს …ორთავა ჯოხებია ბორბლებში და კი არ გვამუხრუჭებენ არამედ გვამტრევენ …რა მსოფლიოზე გასვლა რის გასვლა ეგ დამთავრდა თბილისში ალბანეთთან ძალად რომ წაგვაგებინა …დღეს რისი იმედი მაქვს …?! რომ 4 ბურთით მეტს არ წავაგებთ და თუ ჯანდაბას ეგებ შემდეგ მაინც დაფიქრდეს ფედერაცია და გაუშვან სახლში …სანამ ეგ თაობა არ დაუღუპია !!!
· inviz9 ძალიან ბევრი მაქვს დასაწერი,მაგრამ პრიციპში იმდენი დაიწრა რასაც ბოლომდე ვეთანხმები, რომ გამეორება არ ღირს. სანიოლის წასვლის დრო დიდი ხანია დადგა-არაკომპეტენტური და მშიშარაა ეგ კაცი და დავიღალეთ მაგისი გაშვების მოთხოვნით-ფედერაცია კი როგორც ყოველთვის წაიყრუებს სანამ ეს დაბდურია ისევ მწვრთნელი ერთი მინდა გავაფრთხილო-მარცხენა მცველს კადიოღლუს მიაქციეთ ყურადღება ძალზედ ტექნიკურია და საშიში-თბილისში არ უთამაშია-იმედია გაითვალისწინებთ
· მეზიზღება გურამ კაშია ჩვენი ბრძოლა თბილისში წავაგეთ კაშიას გამო, მისი ბრალი იყო სამივე გოლი. მხულს ადამიანი ვისაც არ შეუძლია რამის გაკეთება და აფუჭებს საქმეს. მე მინდა კაშია ათამაშოს სანიოლმა რომ ბოლო იყოს და ნათელი კაშიას ბალასტობა და მავნებლობა საქართველოს ნაკრებში. ჩვენ ფრე არაფერში ხელს არ გვაძლევს და მოგების შემთხვევაშიც საკითხავია გვეყოფა თუ არა მინიმალური ანგარიშით მოგება. აი ამ დღეში ჩააგდო ნაკრები კადიამ და რაღა თქმა უნდა ვილიმ. სანილოს არავი გაუშვებს სხვა და სხვა მიზეზთა გამო.
· $$$$$$$$$$$$$$$ რატომ თამაშობენ ასე უჟილკოდ ესენი? პასუხი ერთია, არ არიან დაინტერესებული. არც ჩამოვიდოდნენ, ნაკრებში თამაში სტატისტიკურ ფონად რომ არ სჭირდებოდეთ. ბოლოს როდის ნახეთ ნაკრებში ჩვენგან გაღმერთებული ვარსკვლავების კარგი თამაში? გუნდებში კი იცოცხლე, ელეთმელეთი მოსდით და ჯირითობენ მთელი მონდომებით. სულ არ უნდა გამოიძახონ ნაკრებში.
· გუსანი რეალობაში თურქეთი ყველა ასპექტში ჩვენზე წინ არის, ამ სხვაობას აღიარება სჭირდება, რომ ისწავლო,ივარჯიშო, დაეწიო და გაასწრო… რაგბისგან განსხვავებით ფეხბურთში შეიძლება შენზე ძლიერი დაამარცხო ერთ კონკრეტულ თამაშში, ბევრი ასპექტის სწორედ დაგეგმვის, მერე შესრულების და გამართლების ხარჯზეც.
· გუსანი რეალობაში თურქეთი ყველა ასპექტში ჩვენზე წინ არის, ამ სხვაობას აღიარება სჭირდება, რომ ისწავლო,ივარჯიშო, დაეწიო და გაასწრო… რაგბისგან განსხვავებით ფეხბურთში შეიძლება შენზე ძლიერი დაამარცხო ერთ კონკრეტულ თამაშში, ბევრი ასპექტის სწორედ დაგეგმვის, მერე შესრულების და გამართლების ხარჯზეც.
· Gio არ ვიცი, რა ჯობია. 4-3-3/4-4-2 და ცენტრისთვის ბრძოლა და შეტევის მცდელობა თუ ისევ 5-3-2 და მეორე ნომრად თამაში. სავარაუდოდ, მაინც ჯობია ფრთხილად დავიწყოთ, და მერე გადავეწყოთ შემტევ ფორმაციაზე. იმიტომ, რომ გავიტანოთ და მერე მშვიდად ჩავჯდეთ დაცვაში – ჩვენ იტალია არ ვართ. მსოფლიო შესარჩევების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. გამარჯვება საქართველოს!
