რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით ს ჯარებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხარკოვის სალტოვის რაიონში დაზიანებულია საავადმყოფოს შენობა და დამწვარია მისი ავტოსადგომი. 57 პაციენტი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ხარკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქის სამ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის შედეგად ენერგომომარაგების გარეშეა კიროვოგრადის ოლქის ხუთი დასახლებული პუნქტიც. ამის შესახებ დღეს, 14 ოქტომბერს დილით იუწყება საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია.
ბოლო ხანს რუსეთის ჯარები ისევ განსაკუთრებული ინტენსივობით უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს და რკინიგზას.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო. ში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით