ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ კვირაში ზელენსკის შეხვდება

ამ კვირაში, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილია შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების, ს და ს შეხვედრა. ეს ტრამპმა მედიას 13 ოქტომბერს დაუდასტურა ეგვიპტეში ვიზიტის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის თვითმფრინავში გამართულ ბრიფინგზე.
პირველი ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში მიიწვია და შეხვედრა 17 ოქტომბერს გაიმართება, უკრაინულმა მედიამ 13 ოქტომბერს გაავრცელა -ში უკრაინის ელჩზე დაყრდნობით.
იმავე დღეს ეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, შემდეგ კი იგივე დაწერა სოციალურ ქსელებში.
ზელენსკის ვიზიტის წინ აშშ-ში გაემგზავრა უკრაინის სამთავრობო დელეგაცია.
უკრაინის პრეზიდენტმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტისას მთავარი თემები იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსეთზე ზეწოლისთვის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობები.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრები შედგა 11 და 12 ოქტომბერს. ამერიკული მედიის ცნობით, ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტების Tomahawk-ების შესაძლო გადაცემა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ეს როგორი სიჯანსაღეა იცით?! საბჭოთა კავშირში რომ იყო, ჩიტების ჭიკჭიკი რომ ისმის, პოლიტიკა რომ კვდება