პატიმრობა გზის გადაკეტისთვის, პიროტექნიკისთვის და პოლიციელის შეურაცხყოფისთვის – „ქართული ოცნების“ ახალი კანონპროექტი

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამკაცრებს კანონებს დემონსტრანტებისთვის – ახლა უკვე აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა სისხლის სამართლის წესითაც გახდება დასჯადი, რითაც ერთ წლამდე, ორ წლამდე და სამ წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისიწინებული. სიახლეები მედიას გააცნო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გააცნო.
მისი თქმით:
აქციაზე სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორი კი 20 დღემდე ვადით;
აქციაზე იარაღის, პიროტექნიკის ან მსგავსი საგნების ფლობა დაისჯება 60 დღემდე პატიმრობით;
თუ აქციის დაშლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას და დემონსტრანტები არ დაიშლებიან, ამისთვის გათვალისწინებული იქნება 60 დღემდე პატიმრობა.
„ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით“, – თქვა ირაკლი კირცხალიამ.
მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:
„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.
უკვე 320 დღეა საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო ს ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები იკრიბებიან გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, მ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი – შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად დემონსტრაციები არ წყდება.
რამდენიმე დღის წინ, 6 ოქტომბერს ირაკლი მ თქვა, რომ დემონსტრანტები, რომლებიც ყოველდღიურად კეტენ პარლამენტთან რუსთაველის გამზირს „მიიღებდნენ პასუხს“.
ფორუმი