მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 26 ოქტომბერს, 19 საათზე, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის თავზე, 26 ოქტომბერს ესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო მოძრაობებმა, სტუდენტებმა და პოლიტპატიმრების ოჯახებმა დღეს განაცხადეს, რომ მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება.
“26 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რეჟიმმა არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს წაართვა ხმა, რომლებსაც ცვლილება სურდათ, არამედ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა. ღირსებით წაყვანას დაჰპირდა ევროპისკენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე უღალატა. რეალურად, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ივანიშვილის რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი საკონსტიტუციო გადატრიალების გასაფორმებლად. ამის მკაფიო დასტური იყო 28 ნოემბერს რეჟიმის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის და სახელმწიფოებრიობის დათმობაზე გაკეთებული განაცხადი.
ახდა მერაბ კოსტავას წინასწარმეტყველება – ჩვენ მოვესწარით საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ისიც გაცხადდა, რომ თუ ბრძოლას შევწყვეტთ, მოპოვებულ თავისუფლებას ვკარგავთ…
კონსტიტუციით გარანტირებული უზენაესი არჩევანის, ევროატლანტიკური მომავლის და რეალური ეროვნული დამოუკიდებლობის წართმევას ქართული საზოგადოება უწყვეტი წინააღმდეგობით შეხვდა, რასაც დღესაც აგრძელებს რეპრესიების, დაშინების, ძალადობის და თავისუფლების აღკვეთის მიუხედავად.
დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმს არ მიეცეს ამოსუნთქვის შესაძლებლობა და დაინახოს, რომ ჩვენი ძალა და ნებისყოფა არსად წასულა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქართველოში ბრძოლა მიდის არა ივანიშვილის რეჟიმსა და ოპოზიციას, არამედ რუსული სახის ავტოკრატიასა და დემოკრატიას, საბჭოთა წარსულსა და თავისუფალ მომავალს შორის.
გამარჯვების რეალური პოტენციალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრულ, პრინციპულ, არაძალადობრივ სახალხო წინააღმდეგობას, რომელიც თხოვს არა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებას, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის სისტემურ ცვლილებას, გადატვირთვას, დემოკრატიზაციას და ხალხის ინტერესების სამსახურში ჩაყენებას“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…