მედია – დონალდ ტრამპი 17 ოქტომბერს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

დონალდ ტრამპი პარასკევს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ინფორმაციას Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 17 ოქტომბერს თეთრ სახლში მიიღებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი განიხილავენ, თუ როგორ აიძულონ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ორი სატელეფონო საუბარი შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება