ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო. გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრებით სავსე რამდენიმე ავტობუსი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში ჩავიდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ცნობილია, რომ ისრაელი „ჰამასის“ მხრიდან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 250 პალესტინელ პატიმარს და 1 700-ზე მეტ დაკავებულს გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ დღეს ღაზაში დარჩენილი 20-ვე ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა. დღესვე იგეგმება 48 დაღუპული მძევლის ცხედრიდან რამდენიმეს გადაცემაც.
