თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულის, საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ საბა ჯიქია, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურორი თამარ იაკობიძე საბა ჯიქიასთვის სასჯელის დამძიმებას, ხოლო ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი, სასჯელის გაუქმებას ითხოვს.
პროცესს ესწრება მსჯავრდებული საბა ჯიქიაც.
ინფორმაციისთვის, საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 30 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა.
ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…