ვიზიარებ ოჯახებისა და ისრაელელი ხალხის სიხარულს, რადგან შვიდი მძევალი ახლახან გადაეცა წითელ ჯვარს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, მძევლების გათავისუფლება მშვიდობას შესაძლებელს ხდის ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის.
„ეიტან მორი, გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ომრი მირანი, ალონ აჰელი და გაი გილბოა-დალალი უსაფრთხოდ არიან. მათი გათავისუფლებით – და დღეს დილით მოსალოდნელი ცამეტი სხვა მძევლის გათავისუფლებით – მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის“, – აცხადებს პრეზიდენტი მაკრონი.
მისი თქმით, საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ყველა ეტაპზე ჩაერთვება.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორში 7 ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) გადასცეს, რომელმაც მძევლები უკვე გადასცა ისრაელის თავდაცვის ძალებს.
