აშშ ღაზაში სტაბილურობის მხარდასაჭერად ისრაელში 200 სამხედროს გაგზავნის

გამოცემა NBC News ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჰუმანიტარული დახმარების შესატანად ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელში 200 სამხედროს გაგზავნის.
გამოცემასთან საუბრისას მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ამერიკის სამხედრო დანაყოფი მომარაგების, ტრანსპორტირებისა და დაგეგმარების პროცესის უზრუნველსაყოფად ისრაელში განთავსდება.
ცნობისთვის, დღეს, 12 ოქტომბერს, ს პრემიერმინისტრის, ს ოფისის სპიკერმა, შოშ ბედროსიანმა თქვა, რომ მოელიან, რომ ჰამასი ისრაელელ მძევლებს ხვალ, 13 სექტემბერს, დილით გაათავისუფლებს.
მანამდე, 9 ოქტომბერს -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია მძევლებს 13 ან 14 ოქტომბერს გაათავისუფლებს.
“ისინი [მძევლები] ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. მათი დაბრუნება რთული პროცესია” – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში მინისტრთა კაბინეტის სხდომისას.
მისი თქმით, მომავალ კვირაში შეეცდება ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს. ამასთანავე, ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ის ეგვიპტეში ჩავა.
tabula.ge