მედია – ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შედის

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შედის. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამხრეთ ღაზას, რაფაჰის საზღვარზე, დახმარების სატვირთო მანქანების შედის.
როგორც დასავლური მედია წერს, ზავის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირობების თანახმად, ღაზაში დახმარების რაოდენობა უნდა გაიზარდოს – თუმცა, მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) შაბათს BBC-ს განუცხადა, რომ ღაზაში დახმარების სატვირთო მანქანების დიდი ნაკადი „ჯერ არ“ შესულა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი სატვირთო მანქანა შევიდა სამხრეთ ღაზაში მას შემდეგ, რაც პალესტინის ტერიტორიაზე პარასკევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.
პარალელურად timesofisrael-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტის შემდეგ ღაზაში პირველად შევიდა სამზარეულო მოხმარებისთვის გამოსაყენებელი გაზის მარაგი. დახმარება ასევე მოიცავს საკვებს, ფქვილს, ხილს და ხორცს.