– არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე

რუსეთმა, მხოლოდ ამ კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 3 100-ზე მეტი დრონი, 92 რაკეტა და 1 360-მდე მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, „ტელეგრამ“ არხზე წერს.
აგრძელებს ჩვენი ქალაქებისა და თემების საჰაერო ტერორს, აძლიერებს თავდასხმებს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე. ამ დანაშაულების უზნეობა იმდენად დიდია, რომ რუსები ყოველდღიურად ხოცავენ ჩვენს ხალხს“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, მოსკოვი ღიად სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფაზეა კონცენტრირებული.
„არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება. სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ომს აფინანსებენ – ყველაფერი უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, სწორედ ეს შეიძლება იყოს ევროპაში მდგრადი მშვიდობის საფუძველი. „მსოფლიოს შეუძლია ამის უზრუნველყოფა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის პარალელურად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა