დიმიტრი პესკოვი – უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების შესაძლო მიწოდება რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – დრამატული მომენტია ყველა მხრიდან დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით

უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდება რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ­ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს არის სპეციალური იარაღი; ისინი შეიძლება იყოს ბირთვული ან არაბირთვული. მათ აქვთ დიდი, მნიშვნელოვანი მოქმედების რადიუსი“, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ Tomahawk-ის რაკეტები ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის.
მისი თქმით, სწავლობს დასავლეთში გაკეთებულ განცხადებებს რაკეტების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით
„ძალიან დრამატული მომენტია ყველა მხრიდან დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო