დავით ჯანდიერი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვამდე – გიორგი ქემოკლიძესთან შეხება არასოდეს მქონია, არ ვიცნობ – საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მახსენდება, რომ ადვოკატი ყოფილიყო დაბარებული

მე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომელიც ბრიფინგების საშუალებით გავრცელდა. მოვედი, რომ შეკითხვებს ვუპასუხო. უცნაურია, საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მახსენდება, რომ ადვოკატი დაბარებული ყოფილიყო. ეს ძალიან უცნაური რამ არის, იმედი მაქვს, რომ ეს პირველი და უკანასკნელი იქნება, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი შესაძლოა შეფასდეს, როგორც ზემოქმედება.
„ჩემთვის ეს ინფორმაცია შოკია, უბრალოდ, წარმოუდგენელი რამ არის, რომელიც ძნელად დასაჯერებელია, რომ ადამიანმა ეს ციხიდან გააკეთოს და მე რომ მოწმედ ვარ დაბარებული, ეს სრული შოკია.
არასოდეს მქონია ქემოკლიძესთან შეხება. არ ვიცნობ. მისი ფოტო პირველად ვნახე, როდესაც სუს-ის მხრიდან განცხადება გავრცელდა. მაშინ, როდესაც გადადგა, გვარისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება.
მინდა, რომ ყველაფერი გარკვეული იყოს. ამგვარი ნებისმიერი ტიპის ჩარევა შეიძლება, შეფასდეს როგორც ზემოქმედება ჩემზე, დანარჩენი მეც მაინტერესებს თუ რა შეკითხვები იქნება“,- განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ინფორმაციისთვის, ამ წუთებში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.