უკრაინის დრონებმა იერიში მიიტანეს უფაში “ბაშნეფტის” საწარმოზე

11 ოქტობერს, დილით, უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა დარტყმა განახორციელეს რუსეთში, ქალაქ უფაში მდებარე, კომპანია “ბაშნეფტის” კუთვნილ ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე.
ამ ცნობას ავრცელებს ბიბისის უკრაინული სამსახურის წყარო, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. დარტყმის შესახებ იუწყებიან უკრაინის მედიასაშუალებებიც, მათ შორის “РБК-Украина” და “Суспiльне”. დარტყმა განხორციელდა ნედლი ნავთობის გადამამუშავებენ მოწყობილობაზე – იუწყებიან Bloomberg-ის წყაროები. ბიბისის წყაროს ცნობით, საწარმოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ ადგილზე ჩავიდა სახანძრო ტექნიკა, ხოლო თავად საწარმოს თავზე “შავი კვამლის სვეტი” დგას.
ს ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ცნობა უკრაინის დრონების მხრიდან უფაში საწარმოზე განხორციელებულ დარტყმაზე. შაბათს ღამით “როსავიაციამ” გარკვეული დროით დაკეტა ქალაქ უფის აეროპორტი, “ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”. შაბათს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბაშკირეთის თავზე “გადაიტაცეს და გაანადგურეს” უკრაინის ხუთი დრონი.
ბოლო თვეში ეს უკვე დრონებით განხორციელებული მესამე დარტყმაა ბაშკირეთში განთავსებულ ობიექტებზე. “ბაშნეფტის” ამ საწარმოზე იერიში მიიტანეს 13 სექტემბერს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ სექტემბრის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის დარტყმები განხორციელდა საწვავისა და სამხედრო სექტორების 70 ობიექტზე. მისი თქმით, რუსეთში ნავთობის გადამუშავების შემცირება მოხერხდა 21 პროცენტით.
უფაში “როსნეფტის” ობიექტი მოიცავს წელიწადში 23.5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობას. ის დან დაახლოებით 1750 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
იმ დროს, როცა დარტყმებს ახორციელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე, რუსეთი თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებს და გაზის ინფრასტრუქტურას – მათ შორის კიევში, ოდესაში, დნეპრში და პოლტავის ოლქში.