უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან “პოზიტიური და პროდუქტიული” სატელეფონო საუბრისას მან განიხილა რუსეთის დარტყმები უკრაინის ენერგეტიკის სისტემაზე.
“განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე კონკრეტული შეთანხმებები, რომლებზეც ამის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ. არის კარგი შესაძლებლობები და ძლიერი მოსაზრებები ჩვენი რეალური გაძლიერებისთვის” – წერს ზელენსკი პლატფორმაზე X.
ორ ლიდერს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დათბა თებერვლის შემდეგ – როცა მათ შორის ტელეეთერით გადაცემული სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა თეთრ სახლში.
მას შემდეგ ტრამპმა ზელენსკის “კარგი კაცი” უწოდა და ის ინარჩუნებს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ – რომელიც 2022 წლიდან ებრძვის იქ შეჭრილ რუსეთის ძალებს.
სექტემბერში ორი ლიდერი ერთმანეთს შეხვდა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად.
ფორუმი




