შსს: ამოღებულია „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ „ალფა-პვპ“ და „მცენარე კანაფი“ – დაკავებულია 7 პირი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირია დაკავებული – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ „ალფა-პვპ“ და „მცენარე კანაფი“.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2005 წელს დაბადებული: გ.ა.,1982 წელს დაბადებული რ.შ., 1995 წელს დაბადებული მ.კ. წარსულში ნასამართლევი – 1987 წელს დაბადებული ჯ.დ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ა.ნ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ. და 1986 წელს დაბადებული რ.ე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი – ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, გადაკეტონ ცენტრალური „პროსპექტი“ და რით დამთავრდება, ვიხილავთ – ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი“ აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო