ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, აცხადებს, რომ ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხზე დაიბარეს ის უწყებაში.
„კრიმინალურ პოლიციაში დამიბარეს დაკითხვაზე ხვალისთვის“, – წერს ხმალაძე.




