დავით მათიკაშვილი – თუკი გადაწყვეტ, გქონდეს მცდელობა, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეცვალო, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი უნდა აგო – პროფესია და ასაკი დანაშაულის ჩადენის ჭრილში ინდულგენცია ვერ იქნება

თუკი გადაწყვეტ, გქონდეს მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეცვალო, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი უნდა აგო – პროფესია და ასაკი დანაშაულის ჩადენის ჭრილში ინდულგენცია ვერ იქნება, – ეს განცხადება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
მან ამავე კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ყველა, ვინც 4 ოქტომბრის აქციაზე მიბრძანდა, თავიდან ბოლომდე ინფორმირებული იყო იმ მიზნების შესახებ, რა მიზანიც ამ აქციას ჰქონდა“.
“არის პასაჟი, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, არის პასაჟი დაავადების შესახებ. ჩვენი ქვეყანა მოწოდებულია იმისკენ, რომ ჯანმრთელობის კუთხით დაეხმაროს ყველას – დამნაშავეს თუ არადამნაშავეს, მაგრამ ასაკი, მცირეწლოვანი შვილები ან პროფესია რაიმე ფორმით და რაიმე სახით წინაპირობა არ არის.
რა თქმა უნდა, ძალადობაზე და საქართველოს დამხობაზე პასუხი ყველას მოეთხოვება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)