“მოულოდნელი აღმოჩნდა, ღვაწლმოსილი ექიმის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის დაკავება” – “ციციშვილის კლინიკა”

“მოულოდნელი აღმოჩნდა, ღვაწლმოსილი ექიმის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის დაკავება” – “ციციშვილის კლინიკა”
“ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ღვაწლმოსილი ექიმის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და აკადემიკოსის, მთელი საქართველოსათვის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ექიმის, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის პედიატრისა და კარდიო-რევმატოლოგის, ბატონი გიორგი ჩახუნაშვილის დაკავება.
ბატონი გიორგი, სამედიცინო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ფასდაუდებელია მისი წვლილი ქვეყანაში პედიატრიისა და ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგიის მიმართულებების განვითარებაში.ძალიან დიდია, მის მიმართ, იმ უამრავ პაციენტთა სიყვარული და მადლიერებაც, რომელთა ჯანმრთელობაზეც ბატონი გიორგი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე თავდაუზოგავად ზრუნავდა.
იმედს გამოვთქვამთ, უახლოეს პერიოდში, საზოგადოებისათვის მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო