4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს – ჯამში, დაკავებულია 46 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯამში დაკავებულია 46 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი პირი – გ.ქ. დააკავეს. პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი.
სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – 20-მდე ქვეყნის დიპლომატს შევხვდით – კარგი შესაძლებლობა იყო, მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რათა მხარდაჭერა გაგრძელდეს