პაატა იმნაძე: არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში, გენაცვალე

“არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში, გენაცვალე” – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “მთავარის” კითხვას ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების შესახებ.
გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ, განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავეს.