ანდრეი ერმაკი – „ჰამასსაც“ კი შეუძლია ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ პუტინს არა – რუსეთის წინააღმდეგ მეტი კოლექტიური მოქმედება გვჭირდება

რუსებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელეს, აგრძელებენ რა თავდასხმას სამოქალაქო სამიზნეებსა და მოსახლეობაზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მეტი ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.
„ჰამასსაც“ კი შეუძლია ცეცხლის შეწყვეტა – მაგრამ პუტინს არა, სულ მცირე, ჯერ არა. რუსეთის წინააღმდეგ მეტი კოლექტიური მოქმედება გვჭირდება“, – აცხადებს ერმაკი.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კიევში 12 ადამიანი დაშავდა და დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ზაპოროჟიეში კი 7 წლის ბავშვი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია