რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტია, რის შედეგადაც დედაქალაქ კიევში მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა და 9 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ენერგეტიკოსები კიევში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ.
„სიტუაცია რთულია. მის მოგვარებაში ყველა საჭირო სამსახურია ჩართული“, – დაწერა კლიჩკომ „ტელეგრამ“ არხზე.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 9 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, რუსებმა ზაპოროჟიესაც შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
