“ეს უკვე სიმპტომია მძიმე პოლიტიკური დაავადების” – ლევან ფერაძე

ქირურგი, ლევან ფერაძე:

დღეს საქართველოში დააკავეს 71 წლის პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი — ადამიანი, რომელმაც ათასობით ბავშვს მიუძღვნა სიცოცხლე და ცოდნა, და რომელიც წლებია პატიოსნად ემსახურება ქართულ მედიცინას.
ის დააკავეს არა დანაშაულისთვის, არამედ აზრის გამოთქმისთვის — სიტყვისთვის, რომელიც არ ემთხვეოდა ე.წ. ხელისუფლების ნარატივს.

ეს მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე აღარ არის.
ეს არის სიტყვის თავისუფლების გამოცდა, მედიცინის ღირსების გამოცდა, და საზოგადოების სინდისის გამოცდა.
როდესაც 71 წლის ექიმს აკავებენ, რომ გაჩუმდეს — ეს ნიშნავს, რომ სურთ გაჩუმდეს მთელი პროფესიული და ინტელექტუალური საქართველო.

ჩვენ, ვინც ვიცავთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ადამიანურ ღირსებას, ვერ დავუშვებთ პროფესორ ჩახუნაშვილის მიმართ ასეთ უსამართლობას.
სიტყვისთვის დაპატიმრებული ექიმი — ეს უკვე სიმპტომია მძიმე პოლიტიკური დაავადებისა, რომლის მკურნალობა მხოლოდ ერთიანობით, სიმართლის ხმამაღლა თქმით და სოლიდარობით შეიძლება.

თავისუფლება პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილს.
თავისუფლება სიტყვისა და ღირსების უფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – 20-მდე ქვეყნის დიპლომატს შევხვდით – კარგი შესაძლებლობა იყო, მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რათა მხარდაჭერა გაგრძელდეს

მეუფე ზენონი – სინოდმა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა მიტროპოლიტ იობის დიპლომის გაცემის ფაქტი – სინოდური გადაწყვეტილება განამტკიცებს მის ლეგიტიმურობას და გამორიცხავს არაღიარების შესაძლებლობას