შსს-ში აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაია უწყებაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს ახალაია.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზეა დაბარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)