ირაკლი კობახიძე – მივესალმებით ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას – პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა

მივესალმებით ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედისმომცემ საეტაპო მოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, “პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში”.
„მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნავს ირაკლი .