ლუკაშენკომ კობახიძეს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ს წარმატებით ჩატარება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.
“ქართული ოცნების” კანდიდატების თავდაჯერებული გამარჯვება ადასტურებს მათი პასუხისმგებლობის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს. ასევე, ადასტურებს ქვეყნის სუვერენული განვითარებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის თქვენი კურსის ფართო მხარდაჭერას”, – წერია ლუკაშენკოს წერილში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ლუკაშენკომ კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გაუსვა ბელარუს და ქართველ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების გამოცდილებას და იმედი გამოთქვა, რომ გაღრმავდება ქვეყნებს შორის კავშირი სავაჭრო და ჰუმანიტარული მიმართულებით. გარდა ამისა, ლუკაშენკომ კობახიძეს უსურვა ჯანმრთელობა და წარმატება სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.
ამავე თემაზე:
· ბიულეტენების დათვლა დასრულდა | შედეგები