ლუკაშენკომ კობახიძეს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, – ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვება მათი პასუხისმგებლობის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს ადასტურებს, ასევე ქვეყნის სუვერენული განვითარებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით თქვენს მიერ არჩეული კურსის მიმართ საზოგადოების ფართო მხარდაჭერას აღნიშნავს“, – ნათქვამია მისალოც გზავნილში.

მედიის ცნობით, წერილში ლუკაშენკომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ბელარუსის ერთგულებას ხაზი გაუსვა.

„მიმაჩნია, რომ ხალხის წარმომადგენლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბელარუსსა და საქართველოს შორის რეგიონთაშორისი კავშირების გაფართოებაში და ახალი სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას ხელს შეუწყობენ“, – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან

სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო