ტრამპი: ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ ღამით გამოაცხადა, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. შეთანხმების მიღწევა დაადასტურეს ისრაელმა და ჰამასმაც და მათ შორის მოლაპარაკებების შუამავლებმა.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ეს ნიშნავს ძალიან მალე ყველა მძევლის გათავისუფლებას, კი თავის ჯარებს გაიყვანს შეთანხმებულ ხაზზე, როგორც პირველ ნაბიჯებს მყარი, გრძელვადიანი და მუდმივი მშვიდობისკენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ყველა მხარის მიმართ სამართლიანი მიდგომა იქნება.
ს თანახმად, ეს არის „დიდი დღე” არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მეზობელი ქვეყნისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ტრამპმა მადლობა გადაუხადა შუამავლებს კატარიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან, რომლებიც ამერიკელებთან ერთად მუშაობდნენ, რათა ეს „ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენა მომხდარიყო”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ 9 ოქტომბერს მოიწვევს მთავრობის სხდომას, რათა შეთანხმება დაამტკიცონ და მძევლები სახლში დაბრუნდნენ.
სააგენტოები AFP და Reuters-ი წერენ, რომ ისრაელთან შეთანხმება დაადასტურა ჰამასმაც, რომლის თანახმად, შეთანხმების მიღწევიდან 72 საათში შედგება ცოცხალი მძევლების გაცვლა 2000-მდე პალესტინელ პატიმარში.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შუამავლების სახელით განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს, საღამოს მიღწეულია შეთანხმება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპზე, რასაც უნდა მოჰყვეს ომის დასრულება, ისრაელში მძევლად აყვანილებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორისთვის.
ისრაელმა და ჰამასმა შუამავლების მეშვეობით 6 ოქტომბერს, ეგვიპტეში დაიწყეს მოლაპარაკება ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ღაზის სექტორში ომის დასრულების პირობებს მოიცავს.
8 ოქტომბერს მოლაპარაკებებს შეუერთდნენ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ კატარის პრემიერ-მინისტრი და თურქეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი.
· პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, -ის, ევროკავშირისა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.
· მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩა 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
· ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
2025 წლის სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა და განაცხადა, რომ მას მხარს უჭერენ აშშ, ისრაელი და არაერთი სხვა ქვეყანა და მხოლოდ ჰამასის თანხმობაა საჭირო. 3 ოქტომბერს ჰამასმა გამოაცხადა, რომ ეთანხმება ტრამპის გეგმის ზოგიერთ პუნქტს და დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმა 20-პუნქტიანია. ის ითვალისწინებს ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებიდან 72 საათის განმავლობაში და ისრაელის მიერ ასეულობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
· ჰამასი ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
· პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი აღიარებს, პალესტინელთა ტერიტორიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ფორუმი