სამხედრო გენერალიტეტი კიევში ადასტურებს, რომ აფხაზეთი მათი ლეგალური სამიზნე ხდება. მიზეზი მარტივია – რუსეთის სამხედრო ფლოტის ბაზა ოჩამჩირეში რეალურ პროექტად იქცა. საოკუპაციო რეჟიმის “უშიშროების საბჭოს მდივანმა” სერგეი შამბამ დღეს საჯაროდ დაადასტურა, რომ შეთანხმება კრემლთან საბოლოოა და ახლა მხოლოდ პორტის ტექნიკური მომზადებაა საჭირო დიდი გაბარიტების ხომალდების მისაღებად. სოხუმში ვარაუდობენ, რომ ეს სამუშაოები ამ წლის ბოლომდე დასრულდება და სამხედრო საზღვაო ბაზა სრული დატვირთვით ამოქმედდება.