,,ერთადერთი შეკითხვა, რომელიც ვინმემ უნდა დაუსვას საკუთარ თავს და სხვას, დღეიდან და გამარჯვებამდე, ეს არის” – სალომე სამადაშვილი

,,ლელოს” წევრი, სოციალურ ქსელში წერს:
,,სანამ საინფორმაციო შიდა ომია გაჩაღებული ივანიშვილის მოწინააღმდეგეთა ბანაკში, სწრაფი ნაბიჯებით ხდება საქართველოს ბელარუსიზაციის დამასრულებელი ფაზის მზადება. მოდით მშვიდად, ‘ბრალეულობის’ ძებნის გარეშე ავღწეროთ, სადაა საქართველო დღეს.
ფაქტია, რომ მოქალაქე, როგორც მომრჩეველი, განაიარაღა რუსეთმა-საქართველოს ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ ქართული ოცნების პირობებში, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს. ამ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგე, საქართველოს ამომრჩევლის სახით, ვინც რუსეთს მხარს არ უჭერს, სრულად განეიტრალებული თუ არა, საგრძნობლად დასუსტებულია. ბოიკოტის შემდეგ ამომრჩევლის დაბრუნება არჩევნებზე, ფუნდამენტურად თუ რამე არ შეიცვალა, იქნება ურთულესი.
4 ოქტომბერს რუსეთმა დაინახა, რომ მიუხედავად უამრავი ადამიანისა, რომელიც არ ეგუება რუსულ ოკუპაციას, მათთვის მხოლოდ მშვიდობიანი გზით ბრძოლაა მისაღები. ანუ, რუსეთმა იცის, სანამ თოფიანი კაცი იცავს რეჟიმს, ის მშვიდად არის. ივანიშვილის მცდელობას, რომ დასავლეთმა აღიაროს, 4 ოქტომბერს ძალადობრივი დამხობის სცენარის არსებობა და დაგმოს, არ ექნება შედეგი. მარტივი მიზეზით, თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს სადღაც, ვინ სად მიუვარდება, არავის ადარდებს დასავლეთში. დასავლეთისთვის ღირსება დემოკრატიაშიაა და არა ‘ულვი.’
რაში გამოიყენებს თქვენი აზრით ამ ვითარებას რეჟიმი? დასავლეთის ოფიციალურად მტრად გამოსაცხადებლად და ავტოკრატიის კიდევ უფრო გასამყარებლად. ამიტომ, ერთადერთი შეკითხვა, რომელიც ვინმემ უნდა დაუსვას საკუთარ თავს და სხვას, დღეიდან და გამარჯვებამდე არის: როგორ შეიძლება ქართველების უზარმარზარმა უმრავლესობამ დაამარცხოს რუსული ავტოკრატია და მისი მსახური რეჟიმი. სწრაფად თუ არ გადავედით მომავალზე ფიქრის რეჟიმზე და არა შორეულზე, არამედ ხვალ, ზეგ რას ვაკეთებთ, პირიდან ‘ევროპა-ლუკმა’ გამოცლილი უმრავლესობა, იძულებული გახდება დაემორჩილოს რუსეთს და მის მოკავშირე უმცირესობას საქართველოში.”

ასევე დაგაინტერესებთ