ვინ არიან ჰუტები

ვინ არიან ჰუტები?
ისტორია
1990-იანი წლების ბოლოს, ჩრდილოეთ იემენში მდებარე ჰუტის ოჯახმა ჩამოაყალიბა რელიგიური მოძრაობა შიიტური ისლამის ზაიდის სექტისთვის, რომელიც დიდი ხნის წინ მართავდა იემენს.
მთავრობასთან უთანხმოების მატებასთან ერთად, მათ დაიწყეს პარტიზანული ომების სერია ქვეყნის არმიასთან და მონაწილეობდნენ ხანმოკლე სასაზღვრო კონფლიქტში სუნიტურ საუდის არაბეთთან.
ომი იემენში
ომი იემენში 2014 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც ჰუტებმა სანა დაიკავეს. რეგიონში შიიტური ირანის მზარდი გავლენით შეშფოთების ფონზე, 2015 წლის მარტში, ც ჩაერთო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ კოალიციაში, მათ მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დასაცავად.
ჰუტებმა დაამყარეს კონტროლი იემენის ჩრდილოეთის დიდ ნაწილზე და სხვა დასახლებულ ცენტრებზე. საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა კი ადენში გადავიდა.
იემენში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შედარებით სიმშვიდე იყო, გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფონზე. საუდის არაბეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰუტებთან ომის დასრულების მიზნით.
მაგრამ ჰუტების გახშირებულმა თავდასხმებმა ისრაელზე, საუდის არაბეთისთვის კონფლიქტის რისკი გაზარდა.
ჰუტების თავდასხმები ისრაელზე
ჰუტები აცხადებენ, რომ მათი თავდასხმები წითელ ზღვაში კომერციულ გემებსა და ამერიკულ ძალებზე, არის პალესტინელებისა და „ჰამასის“ (ისლამისტური ჯგუფის, რომელიც აკონტროლებს ღაზას) მხარდაჭერის დემონსტრაცია, ს მიერ “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ომი ისრაელმა “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი იერიშის პასუხად დაიწყო.
ჰუტების თავდასხმებმა შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა, აიძულა გემები, კომერციული გადაზიდვები შემოვლითი გზებით აწარმოონ. გრძელი მარშრუტი მიწოდების ხარჯების ზრდას იწვევს და გლობალური ინფლაციის ახალი ტალღის რისკებს ქმნის.
შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა და ნიდერლანდები მხარს უჭერდნენ ოპერაციას ჰუტების წინააღმდეგ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ საჰაერო თავდასხმები არის საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი, აღადგინოს თავისუფალი ნაოსნობა ევროპასა და აზიას შორის მთავარ მარშრუტზე, რომელზეც მსოფლიო სავაჭრო გადაზიდვების თითქმის 15% მოდის.
რა არის ჰუტების თავდასხმების მიზანი?
ჰუტების დაჯგუფება ე.წ. “წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილია, რომელიც მოიცავს რეგიონში სხვა ჯგუფებსაც, როგორიცაა “ჰამასი” და “ჰეზბოლა”. ისინი ისრაელისა და დასავლეთის წინააღმდეგ გამოდიან. ამ დაჯგუფებებს მხარს უჭერს და ეხმარება ირანი.
ჰუტების სლოგანია “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, წყევლა ებრაელებს და გამარჯვება ისლამს”.
კავშირები ირანთან
ჰუტებს აქვთ კავშირები ირანთან, მაგრამ უცნობია, თუ რამდენად ღრმაა მათი ალიანსი. ირანი ოფიციალურად მათ მხარდაჭერას არ აღიარებს.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, კოალიცია ირანს ადანაშაულებს ჰუტების შეიარაღებასა და წვრთნაში, რასაც ისინი უარყოფენ. კოალიცია ასევე ამბობს, რომ ლიბანში, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლა” ჰუტებს ეხმარება. აღნიშნულს “ჰეზბოლაც” უარყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი მხარს უჭერს ჰუტებს, როგორც მისი რეგიონალური “წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილს, იემენის ექსპერტები ამბობენ, რომ ისინი ძირითადად შიდა დღის წესრიგით არიან მოტივირებულნი, თუმცა იზიარებენ პოლიტიკურ კავშირს ირანსა და “ჰეზბოლასთან”.
ჰუტები უარყოფენ, რომ არიან ირანის მარიონეტები და ამბობენ, რომ ისინი კორუმპირებულ სისტემას ებრძვიან.