ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას მოახლოებული არჩევნების ძალიან ეშინია. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სწორედ აქციების შიშს უკავშირდება. იმიტომ, რომ ამდენი წელია, კახა კალაძე თბილისის მერია, ქართული ოცნება კი ხელისუფლებაშია და რუსთაველის რეაბილიტაცია თავში აზრად არ მოსვლიათ. მაგრამ, როგორც ჩანს, საარჩევნო წელს ეს ყველაფერი დასჭირდათ […] თუ არჩევნების გაყალბებაზე ხელი წაუცდებათ, რუსთაველის გამზირი კი არა, მთელი თბილისი და საქართველო რომ გადათხარონ, აქციებს, გამოსვლებს ესენი ვერ შეაჩერებენ.
ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ნადირაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას. კალაძის თქმით, 2024 წელს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.