15 ქვეყანა, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მილიონი დოლარი (911 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 7.1%-ით (22.4 მილიონი დოლარი) მეტია 2025 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.8%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  – 63.91 მილიონი დოლარი, რაც 8.05%-ით მეტია 2025 წლის მაისთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (16.44%), საიდანაც გასულ თვეში 55.86 მილიონი დოლარი გადმოირიცხა – ეს წინა წელთან შედარებით 5.75%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა  (14.31%) 48.62 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 11.36%-იანი მატებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
აშშ – $63.91 მილიონი.
იტალია – $55.86 მილიონი.
რუსეთის ფედერაცია – $48.62 მილიონი.
გერმანია – $30.14 მილიონი.
– $29.25 მილიონი.
საბერძნეთი – $27.36 მილიონი.
თურქეთი – $10.57 მილიონი.
ესპანეთი – $8.76 მილიონი.
ყაზახეთი – $6.94 მილიონი.
საფრანგეთი – $6.25 მილიონი.
ირლანდია – $5.41 მილიონი.
გაერთიანებული სამეფო – $5.14 მილიონი.
– $4.78 მილიონი.
პოლონეთი – $2.91 მილიონი
აზერბაიჯანი – $2.76 მილიონი.
სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37 მილიონი აშშ დოლარი (99.2 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1%-ით მეტია.