“ლივერპულის” ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი შესაძლოა, “რეინჯერსში” დაბრუნდეს და გუნდის მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთხელ გახდეს. გლაზგოურმა გუნდმა გუშინ აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი რასელ მარტინი გაათავისუფლა და ახალი მენეჯერის ძიებაშია.
ჯერარდს შოტლანდიურ კლუბში ხელმეორედ მისვლის შანსი გასულ ზაფხულს ჰქონდა, თუმცა მაშინ უარი განაცხადა და საბოლოოდ, ეს პოსტი სწორედ მარტინმა დაიკავა.
“რეინჯერსის” ახალი სპორტული დირექტორი კევინ თელველი ინგლისელის დარწმუნებას კიდევ ერთხელ ეცდება, მაგრამ თუ ეს ვარიანტი არ გამოვიდა, მას სხვა ორი ალტერნატივაც აქვს.
ერთ-ერთი “ბარნლისა” და “ევერტონის” ყოფილი თავკაცი შონ დაიჩია, რომელიც თელველთან ერთად უკვე მუშაობდა, თუმცა დაიჩი შოტლანდიაში დასაქმების დიდ სურვილს არ ამჟღავნებს.
ვარიანტებს შორისაა ედინბურგის “ჰართსის” ამჟამინდელი მწვრთნელი დერეკ მაკინესიც, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ამჟამად შოტლანდიის ჩემპიონატს ლიდერობს.
შეხსენებისთვის, ჯერარდი “რეინჯერსს” 2018/21-წლებში თავკაცობდა, რის შემდეგაც “ასტონ ვილაში” გადაინაცვლა. ის ბოლოს საუდის არაბეთის “ალ-იტიფაქს” მოძღვრავდა, საიდანაც 2025 წელს წამოვიდა.
სერჟიო კონსეისაო “მილანიდან” წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ოფიციალურად: “რეინჯერსმა” მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
“ბურთები ძალიან მიყვარს” – პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, “რეინჯერსის” თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
რედნაპი: თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ მინდა “ლივერპული” ჯერარდმა ჩაიბაროს
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შემდეგ მწვრთნელი ორმა გუნდმა დაითხოვა
24 წლის შემდეგ – ფიგუს ერთადერთი სინანული აქვს და ეს “ბარსელონადან” “რეალში” გადასვლა არაა
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და “რეინჯერსს” გაუტანა
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა – “შტურმმა” “რეინჯერსს” მოუგო
ჯერარდი: საუდის არაბეთში სამუშაოდ ფულის გამო არ წავსულვარ
ჯერარდი საუდის არაბეთში რჩება – “ლივერპულის” ლეგენდას ახალი კონტრაქტი გაუფორმეს
“ეს სირცხვილია” – ტიერი ანრიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც “ოქროს ბურთის” მოგებას აუცილებლად იმსახურებდა
ანჩელოტის შვილს შეთავაზებები აქვს – მან შესაძლოა დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს
“რეინჯერსი” სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
სტივენ ჯერარდს მოსკოვის “სპარტაკის” ჩაბარება შესთავაზეს – ინგლისელის პასუხი ცნობილია
