გიორგი უშიკიშვილი: პაატა ბურჭულაძის დაცინვა და შეურაცხყოფა, მით უმეტეს მუსიკოსების მხრიდან, არა მხოლოდ უსამართლობაა, არამედ უდიდესი სულმდაბლობაც

ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი:
პაატა ბურჭულაძის დაცინვა და შეურაცხყოფა, მით უმეტეს მუსიკოსების მხრიდან, არა მხოლოდ უსამართლობაა, არამედ უდიდესი სულმდაბლობაც.
ამ ადამიანს მთელი ცხოვრება აქვს დადებული ქართული კულტურის სამსახურში — მისი ღვაწლი, მისი ხმა და სახელი მსოფლიო მასშტაბით საქართველოს ღირსებას იცავდა.
სასაცილო ის კი არაა, ვინც განსაცდელში აღმოჩნდა, არამედ ის, ვინც ასეთ დროს ქილიკს ირჩევს თანაგრძნობის ნაცვლად.
ადამიანობა სწორედ ასეთ მომენტებშია, როცა სხვისი ტკივილის წინაშე გვერდით დგახარ.
ამიტომ, სანამ სხვას ლანძღავთ, დაფიქრდით, რას ემსახურება თქვენი სიტყვა — ბოროტებას თუ ღირსებას?