ხოშტარია: მხოლოდ მშვიდობიან რევოლუციაზე არ უნდა იყოს გათვლა, არც ლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ

პოსტ 4 ოქტომბრის დისკუსიაში მინდა, უფრო დეტალურად გაგაცნოთ რეჟიმთან ბრძოლის ჩემი ხედვა.
დღეს, გასაგები მიზეზების გამო, საუბარი დავიდა ორ რამეზე: „არც გამოდის, არც მშვიდობიანი რევოლუცია, აბა, რა ვქნათ?“
მეგობრებო, ასე არ დგას საკითხი. გამარჯვების გზა არსებობს! ჯერ ერთი, მშვიდობიანი რევოლუცია კი არ ჩავარდა, უბრალოდ, მისი სიმულაცია არ გამოდის და ამას არასდროს უნდა ვეცადოთ. მშვიდობიანი რევოლუცია თავისუფლად შეიძლება მომწიფდეს, უბრალოდ, ჩვენ მხოლოდ ამაზე არ უნდა გვქონდეს გათვლა და არც ლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ.
პირველ რიგში, შევაფასოთ რეჟიმის ბუნება, რომ მასთან დაპირისპირების სწორი მიმართულებები ჩამოვაყალიბოთ. ამ რეჟიმს ბევრი ხარისხობრივად ახალი მაჩვენებელი აქვს, კლასიკურ დიქტატურასთან შედარებით:
1. რეჟიმი დგას გარე ძალაზე, მისი სიცოცხლისუნარიანობის მნიშვნელოვანი წყარო არის . შესაბამისად, გეოპოლიტიკური ფაქტორი და მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.
2. პროპაგანდა, როგორც მძლავრი იარაღი, მუდვმივად ახერხებს პროდასავლური ფლანგის გაშავებას, ნდობის დეფიციტის გაღრმავებას, ხალხის შიშით მანიპულაციას დაქსაქსულობის ხელშეწყობას (ეს სრულიად ახალი იარაღია).
3. ფორმალური და არაფორმალური საყრდენები, რომლებზეც დგას ოლიგარქია. პირველ რიგში, ეს თავად უთანამდებობო ბიძინაა. ასევე, გარკვეულ მომენტებში პოლიციელზე უფრო ძლიერი შეიძლება იყოს „ტიტუშკების“ ორგანიზატორი. რომელიმე მინისტრზე უფრო ძლიერი – პროპაგანდის ორგანიზატორი. ეკონომიკის მინისტრზე უფრო გავლენიანი ბიძინას ბიზნეს წრე. სუსი არა მდინარაძეა (საკმაოდ შეზღუდული არსება), არამედ რუსეთი. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ოლიგარქს ხელიდან არა მხოლოდ მიტაცებული ინსტიტუციები უნდა გამოვგლიჯოთ, არამედ დასუსტრბული არაფორმალური საყრდენებიც.
4. განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი ერთი ვერტიკალის ქვეშ – ეს ეხმარება ადამიანების მოსყიდვაში, ყალბი ექსპერტების შექმნაში, არჩევნების მიტაცებაში და ა.შ.
შესაბამისად, ჩვენი ბრძოლა უნდა მიემართებოდეს ყველა ოლიგარქიული საყრდენის განეიტრალებას. მივყვეთ პუნქტობრივად:
1. გეოპოლიტიკური სურათი ტურბულენტურია, მაგრამ რუსეთი სუსტდება რეგიონში. ხალხმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა მოახერხა ჩვენი საერთაშორისო რადარზე შენარჩუნება. კრიტიკულად მნიშვნელოვანი შედეგია, რომ, ჯერ-ჯერობით, საქართველოს ბიძინა ივანიშვილად არ აღიქვამენ. თუმცა, მეტი გვინდა. ჩვენი ამოცანაა:
– დაჩქარდეს საქართველოსთან მიმართებით სამოქმედო გეგმის შემუშავება, კონკრეტული ნაბიჯების
– დაჩქარდეს და სწორ სამიზნეებზე მიემართოს სანქციები
– დაგვეხმარონ პროპაგანდასთან ბრძოლაში.
2. პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ:
– მორალური უპირატრსობა (!)
– კოორდინირებული საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც შეტევაზეა
– პოლიტიკური ალტერნატივის გამოკვეთა (ეს გაზრდის ხალხში მოტივაციას და იმედს)
– დასავლეთის დახმარება
3. საყრდენების განეიტრალება:
– ართანამშრომლობა – რეჟიმის პოლიტიკური, სოციალური და საერთაშორისო იზოლაცია. ამ „მოხრჩობამ“ უნდა შაფერხოს მათი ფუნქციონირება და მონებს გაუჩინოს შიში, რომ მეტს დაკარგავენ ამ წნეხისგან, ვიდრე იღებენ ბიძინასგან.
– საერთო სახალხო პროტესტი: რუსთაველის გამაგრება; დიდი აქციები; ტარგეტირებული პროტესტი
4. ფინანსურ რესურს გაანეიტრალებს სანქციები (ამაზე პირველ პუნქტში დავწერე)
ამ ყველაფრიდან ნაწილს ვაკეთებთ, ნაწილს – არა/ვერა. აბა, წარმოვიდგინოთ აქედან 70% მაინც რომ სრულდებოდეს, გარდაუვალი იქნება მათი მარცხი.
ამ ყველაფერს სჭირდება:
– გამძლეობა (უკრაინელებმა რაღა თქვან?!)
– პოლიტიკური და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კოორდინაცია
– გულწრფელი მოტივაცია და არა მხოლოდ საკუთარ პლატფორმაზე ან ეგოზე მუშაობა
პ.ს. საკნიდან განსაკუთრებით სევდიანია ადამიანურად თუ პოლიტიკურად “ლელოს” აგრესიისა და გაჯიუტების სმენა.
მივხედოთ საქმეს, მივმართოთ ხალხს.