„ოცნების” განცხადებით, ახლა რომელიმე ელჩის გაძევება კონტრპროდუქტიული იქნება

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ირწმუნება, რომ საზოგადოება აღშფოთებულია ზოგიერთი ელჩის არადიპლომატიური ქცევით და მათ გაძევებას ითხოვს.
მან თქვა, რომ დიპლომატების გაძევება კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ „ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას“. კირცხალიას არ უთქვამს, რომ ელჩის დანიშვნას მასპინძელი ქვეყნის თანხმობაც სჭირდება. მაგალითად, -მა საქართველოში ელჩად ვერ დანიშნა ბრიჯიტ ბრინკი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მის კანდიდატურას არ დაეთანხმა.
„ბოლო წლებში, განსაკუთრებით ში ომის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ანალოგიურ განცხადებებს ვისმენთ ცალკეული ევროპული ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებისა თუ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდანაც კი. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, თუმცა, საზოგადოებას, რომელიც სრულიად სამართლიანადაა აღშფოთებული და „ქართული ოცნების“ მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს, გვსურს განვუმარტოთ, რატომ ვატარებთ მოთმინების პოლიტიკას და რატომ ვიკავებთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან თავს“, — განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, დღეს არაერთი მოწინავე ევროპული სახელმწიფო, ისევე, როგორც ევროკავშირი, მისი სტრუქტურები და ევრობიუროკრატია, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშაა.
„დიფ სთეითი“ გლობალური კონსპირაციის თეორიაა და აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არარჩეული პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ტრამპის რიტორიკასთან თანხვედრის მიზნით, „დიფ სთეითით“ ჩაანაცვლა „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „გლობალური ომის პარტია“. „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის მიხედვით, არსებობს „გლობალური ომის პარტია”, რომელიც ს წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.
„აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი სახელმწიფო აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში აშენებდა და ავითარებდა, შესაბამისად, „დიფ სთეითის“ მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, რომ ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები, სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს. ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება“, — განაცხადა კირცხალიამ.
“გლობალური ომის პარტია” არის “ქართული ოცნების” მიერ მოგონილი შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
ცოტა ხნის წინ “ოცნების” ლიდერებმა შეწყვიტეს ამ ტერმინის (გლობალური ომის პარტია) გამოყენება და ის Deep State-ით ჩაანაცვლეს, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ თანხვედრაში მოსულიყვნენ ს რიტორიკასთან დიპ სტეიტთან მიმართებაში.
“ოცნებას” ამ დრომდე კონსპირაციების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს ვინ არის “გლობალური ომის პარტიის” ხელმძღვანელი. სინამდვილეში, ყველას ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
ზოგადად „დიფ სთეითით” უფრო გლობალური კონსპირაციის თეორიაა და აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
უშუალოდ დონალდ ტრამპის შემთხვევაში კი ის დიპ სტეიტში მოიაზრებს მთავრობაში მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ბიუროკრატიას, რომელიც არჩეული თანამდებობის პირებს ხელს უშლის სასურველი პოლიტიკის განხორციელებაში.