ანტონიო გუტერეში – ორი წლის წინ „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის წინააღმდეგ საშინელი თავდასხმა განახორციელეს – მძევლები უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ, დაასრულეთ ტანჯვა!

ორი წლის წინ „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ს წინააღმდეგ საშინელი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღევანდელ დღეს, ყველა დაღუპულსა და საშინელი ძალადობის მსხვერპლს ვიხსენებთ. ორი წლის შემდეგაც კი, ღაზაში მძევლები საშინელ პირობებში რჩებიან. ეს არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიმეორებ: მძევლები უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ. დაასრულეთ ტანჯვა. ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფაა. დაასრულეთ საომარი მოქმედებები ღაზაში, ისრაელსა და რეგიონში“, – წერს ანტონიო გუტერეში.
მისი თქმით, ღაზაში ომის დასასრულებლად -ის პრეზიდენტის, ს წინადადება ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს.
„მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და სანდო პოლიტიკური პროცესი შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი.