თინა ბოკუჩავა მურთაზ ზოდელავასგან სუს-ის ჩარევაზე მეტ კონკრეტიკას ითხოვს: ნახევარი სიმართლე საკმარისი არ არის

“ნახევარი სიმართლე საკმარისი არ არის” – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მურთაზ ზოდელავასგან სუს-ის ჩარევაზე მეტ კონკრეტიკას ითხოვს და ამბობს, რომ საუბარი მინიშნებებს უნდა გასცდეს.

ბოკუჩავას განცხადებით, პოლიტიკაში გამარჯვებისთვის ახლა სიმართლის თქმაა აუცილებელი.

მე იმედი მაქვს, რომ მურთაზ ზოდელავა და სხვა დაკავებულებები მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, იმიტომ, რომ როდესაც ებრძვი რუსეთს, ეფ-ეს-ბეს და მის მიერ მართულ რუსული ტიპის დიქტატურას ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია სიმართლე პოლიტიკაში გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა რთულია და ყველა შევდივართ ერთმანეთის მდგომარეობაში,აუცილებელია სიმართლის თქმა და იმედი მაქვს, მეტს გავიგებთ იმ მინიშნებებთან დაკავშირებით, რომელიც მათგან მოვისმინეთ სუს-ის ჩარევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ღალატს ადგილი? – ბოკუჩავას პასუხი ასეთი იყო – “ვერ გეტყვით”.

ჩვენ დიდი სიფრთილით და სიბრძნით უნდა ვიმოქმედოთ, რომ არცერთმა ჩვენმა სიტყვამ არ დაასხას წყალი ივანიშვილის წისქვილზე”, – განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ. 

ცნობისთის, 4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის“ ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე ორი წუთით ადრე ასეთი რჩევა დაუტოვა მათ, ვინც „ბრძოლას აგრძელებს“: „არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს“

„შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით.

სერიოზულ ორგანიზებას ვერ მოახდენთ იმიტომ, რომ თუ თქვენთან დონორი მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ სამშობლო ან პრინციპები. სხვანაირად რესურსს არავინ დადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ.

ორგანიზება უფრო რთულია, თუ შეუძლებელიც, იმიტომ რომ სრული დიქტატურაა. არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს. აზრი… მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი, მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება“, – თქვა ზოდელავამ და დაამატა, რომ ეს არის „შპარგალკა”, რჩევები იმათთვის, ვინც „ბრძოლას გააგრძელებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – 4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების შესაძლებლობა! ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება!