იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა იუდეველს სუქოთს ულოცავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 7-13 ოქტომბერს იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ.
„სუქოთი, ანუ „კარვობა“ ებრაული კალენდრის ერთ–ერთი დღესასწაულია, რომლის დროსაც ებრაელები საგანგებოდ მოწყობილ კარავში იკრიბებიან და მონობიდან გამოსვლის შემდეგ, უდაბნოში გატარებულ ორმოცწლიან პერიოდს იხსენებენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ამასთანავე, სუქოთი მოსავლის აღებისა და დაბინავების დღესასწაულიცაა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ყველა იუდეველს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით – ერთი თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე