საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაინიშნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, საუბრის მთავარი თემა იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდება.
შეხვედრა 11:00 საათზე ჩანიშნული.




