„ნაციონალური მოძრაობა“ – გუშინ დაკავებულთა შორის ოთხი, ჩვენი პარტიის წევრია – რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებიდან 4 პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
მათივე ცნობით, რეჟიმის ამოცანა, პატრიოტების დაშინებაა.
„გუშინ საღამოს რუს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმმა 15 სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრი: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე.
რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ საქართველოს ს მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა შეწყვიტონ.
მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას, არასდროს შეეგუება კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს მისაკუთრებას.
მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება! სოლიდარობა და თანადგომა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს! დიდება საქართველოს!“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა, ორი კი ჯერჯერობით მიმალვაში იმყოფება.
ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – 4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების შესაძლებლობა! ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება!